ალეკო ელისაშვილი

12 Oct. 2021, 21:01

ალალი და უსაყვედურო იყოს მთელი საქართველოსთვის, მაგრამ ხომ წესიერი არჩევნები ჩატარდა? თვითონ არჩევნების დღე. აბა გაიხსენეთ, კაბინა, სადაც ფოტოს ვერავინ ვერ იღებდა.

[ოპოზიციას] არ უნდათ დანახვა, არ უნდათ თქმა, რომ ჩვენ რისთვისაც თავი გადავდეთ და რაც მართლა განხორციელდა... 20%-ია ხმების გადათვლილი. ოპოზიციამ ერთი ფაქტი დადოს, ერთი ოქმი დადოს გაყალბებული.

ვერცერთი საარჩევნო რეფორმა, ვერცერთი საარჩევნო კოდექსი ვერ გამორიცხავს ადამიანების დაშინებას, მოსყიდვას და ზეწოლას. გახარიას კანდიდატს, რომ მანქანა დაუცხრილეს, რა საარჩევნო რეფორმამ უნდა მოაგვაროს ეს. საარჩევნო კოდექსი არის აბსოლუტურად სხვა. საარჩევნო კოდექსი არეგულირებს არჩევნების დღეს, არჩევნების დღე ჩატარდა გამართულად და ამისთვის მადლობა ცესკოს, თავმჯდომარიან, რიგით თანამშრომლიანად — გამართული და აბსოლუტურად გამართული. ყველა შეფასებაში ეს წერია, ასე იწყება, რომ მადლობა იმისთვის, რომ იყო გამართული. 

არცერთი ოქმი არ არის გადაჯღაბნილი, ჩასწორებული არ არის, არცერთი ნამამაძაღლარი არაა, თუ არა და გამოიტანონ. 20% გადაითვალა საქართველოს მასშტაბით და ცდომილება იყო 0,01%. ძლივს მივაღწიეთ ამას, ცესკომ ჩააბარა გამოცდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ