NEXT.On.ge-ის ჟურნალისტი CENN-ის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა
NEXT.On.ge-ის ჟურნალისტი ანანო მჭედლიშვილი CENN-ის კონკურსის — "შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება" ორგზის გამარჯვებული გახდა. მან მეორე ადგილი და ტოიოტას რჩეულის ტიტული მოიპოვა. დაჯილდოება დღეს, 6 ოქტომბერს შედგა.
კონკურსი გარემოს დაბინძურების პრობლემებთან დაკავშირებით ჩატარდა და მასში ჟურნლაისტები და ბლოგერები იღებდნენ მონაწიელობას. კონკურსის ფარგლებში მონაწილეობა 30-მა ავტორმა მიიღო, დაიწერა 50 სტატია.
როგორც თავად ორგანიზატორები ამბობენ, გარემოს პლასტმასით დაბინძურება თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. ეს საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე ცოცხალ ორგანიზმებს. სწორედ ამიტომ ამ პრობლემის გასააზარებლად და ქართულ მედიაში საკითხის კიდევ უფრო მწვავედ წამოსაყენებლად გაიმართა კონკურსი.
გაეცანით ანანოს სტატიას: როგორ აზიანებს პლასტმასი გარემოს და რატომ არ არის გადამუშავება პასუხი პრობლემაზე
კომენტარები