"უნებლიე წამოძახილი" - კარლო კაჭარავას შეწყვეტილი ცხოვრება და შემოქმედება
ფოტო: VOA
კარლო კაჭარავა - 90-იანი წლების ნიჭიერი შემოქმედი, მხატვარი, პოეტი, მოაზროვნე, "დადაიზმის" კულტურის მიმდევარი. ხელოვანი იმ პერიოდში მოღვაწეობდა, როდესაც საქართველო საბჭოთა მონობის მარწუხებიდან თავისუფლდებოდა. სამწუხაროდ, იგი ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. დღეს მის შემოქმედებას ნიუ-იორკში, ჩელსის უბანში "Metro Pictures" გალერეაში ეცნობიან, სადაც ის ჯგუფურ გამოფენაში მონაწილეობს ისეთ ცნობილ არტისტებთან ერთად როგორიცაა, რენე დანიელსი, მილტონ ეივერი, ჩარლზ ბერჩფილდი, იაკობ ლორენსი და სხვა. თეა თუაშვილი მოგვითხრობს.
"უნებლიე წამოძახილი" - ეს ჩელსიში გახსნილი გამოფენის სახელია და ამ გამოფენის ორგანიზატორის, ახალგაზრდა მხატვრის სანია კანტაროვსკის მუზის, ჰოლანდიელი შემოქმედის რენე დანიელსის ლექსის სათაური. ქართველი არტისტის, კარლო კაჭარავას ნამუშევარი Metro Pictures გალერეის დიდ სივრცეში მთავარ კედელზე მოათავსეს. თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის დეკანი ირინა პოპიაშვილი ამბობს, რომ კარლო კაჭარავასთან ერთად ორგანიზატორს სურვილი ჰქონდა გამოფენაზე საქართველოდან კიდევ ერთი მხატვრის, მსოფლიოში აღიარებული ნიკო ფიროსმანის ტილოც ყოფილიყო, თუმცა ტექნიკური საკითხების გამო ეს ვერ მოხერხდა. კარლო კაჭარავას ყველაზე დიდი გამოფენა საქართველოში 2014 წელს გოეთეს ინსტიტუტში გაიმართა, სადაც ასევე მისი კატალოგის პრეზენტაციაც მოეწყო. უნიკალური კატალოგი, რომელიც სამენოვანია, დღეს ჩელსის გალერეაშიც არის წარმოდგენილი. კარლო კაჭარავას შესახებ სანია კანტაროვსკიმ კეროლაინ ბუსტასგან შეიტყო, რომლის რეცენზია ამ კატალოგში დაიბეჭდა. თანამედროვე ხელოვნების წრეებში ის გავლენიანი ავტორია, რომელიც ახლა გერმანულ "Texte zur Kuntst"-ის გამოცემის ინგლისურენოვანი ნაწილის რედაქტორია.
ირინა პოპიაშვილი: ეს გამოფენა დაახლოებით 8-9 თვის განმავლობაში მზადდებოდა. კარლო კაჭარავა თავად მოიძიეს. გოეთეს კატალოგი ერთ-ერთი საუკეთესო კატალოგია, ჩემი აზრით, რაც არსებობს ქართველ ხელოვანზე. ასე ქვია: "კარლო კაჭარავა და გერმანია". კეროლაინ ბუსტა საკმაოდ ცნობილი კრიტიკოსია, ის საქართველოში ნამყოფია, ყოველთვის აინტერესებდა ქართველი შემოქმედები და სწორედ მისგან შეიტყო "მეტრო ფიქჩერსმა" კარლო კაჭარავას შესახებ და შემდეგ დაგვიკავშირდნენ.
კარლო კაჭარავას შემოქმედება - 40-მდე სამეცნიერო სტატია, 900-მდე ფერწერული ტილო, 3700-მდე გრაფიკა, ლექსები, ოთხი პოემა იმ მოვლენების ემოციური აღქმაა, რაც მის თვალწინ 80-90 წლებში ვითარდებოდა. საერთოდ, მხატვრებს არ უყვართ ბევრი საუბარი და საჯარო გამოსვლები პოლიტიკურ პროცესებზე, თუმცა არქივში შემონახულია მისი დამოკიდებულება კომუნისტურ რეჟიმზე, კლიშეებზე, სოციალურ მდგომარეობაზე და პროგრესის მოთხოვნილებაზე. ნაწყვეტი მისი ჩანაწერიდან: "ჩემი შემოსავალი წელიწადში 25 დოლარია. დღეს "იბერვიზიით" გადმოსცეს, საქართველოში ეკონომიკური აღორიძინება ამერიკის სენატის პროგნოზით 1997 წელს დაიწყებაო. მანამ გაძლებას მართლა კარგი გაძლება უნდა. დღეს მეტროში აბსოლუტურად უცხოდ ვგრძნობდი თავს. ამ მკვდარ ქალაქში ჩემი არაფერია. თუ ცოცხალი და კარგადმყოფი ვიქნები, ალბათ მომიწევს აქაურობის დატოვება."
ადრეულ 90-იანებში, როდესაც თბილისში ადამიანებს ტყავის ქურთუკის გამო კლავდნენ, კარლო კაჭარავას გაძარცვის მიზნით თავს დაესხნენ და მან ტვინის შერყევა მიიღო. მას ანევრიზმა განუვითარდა. მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა. ის 30 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ირინა პოპიაშვილი უცნაურ დამთხვევაზე საუბრობს. რენე დანიელსს, ჰოლანდიელი მხატვარს, რომლის ლექსის სათაურის სახელი აქვს გამოფენას, სადაც კარლო კაჭარავაც მონაწილეობს, იგივე დიაგნოზის, ანევრიზმის გამო დღეს ხატვა აღარ შეუძლია.
ირინა პოპიაშვილი: რენე დანიელსი, ვისგანაც არის ამ გამოფენის ინსპირაცია, ცოცხალია, მაგრამ ანევრიზმა ჰქონდა და ის დღეს ვეღარ ხატავს, რადგან ხელი წაერთვა. კარლო კაჭარავაც სწორედ ამ დაავადებით გარდაიცვალა. ასეთი უცნაური ფატალური დამთხვევაა ამ ორ არტისტს შორის, მაგრამ ეს არ იცოდნენ ორგანიზატორებმა და არც კარლო და რენე იცნობდნენ ერთმანეთს.
ჯგუფური გამოფენა ნიუ-იორკის ჩელსის "მეტრო ფიქჩერსის" გალერეაში 17 მარტს გაიხსნა და ერთი თვე გაგრძელდება. უკვე შემოდგომაზე, თბილისის ეროვნული გალერეა, სამუზეუმო სივრცე კარლო კაჭარავას პირველ პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები