იმის მაჩვენებელია, რომ ქართულ ოცნებას პოლიტიკური იდეებიც კი აღარ აქვს — სამადაშვილი "სისხლიან" ბანერებზე
ფოტო: თამთა კახაბერიძე/On.ge
პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, "სისხლიანი" ბანერები იმის მაჩვენებელია, რომ ქართულ ოცნებას პოლიტიკური იდეებიც კი აღარ აქვს, თუნდაც ახალი და ცუდი იდეა.
"ეს აჩვენებს იმას, რომ ქართული ოცნება, უბრალოდ, ის კი არ არის, რომ გაკოტრებული პოლიტიკური ძალაა, პოლიტიკური იდეებიც კი აღარ აქვს, მათ შორის, თუნდაც ახალი და ცუდი იდეა და ისევ იყენებს ძველ განმეორებით, მეორადი მოხმარების იდეებს. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ამაზე ძალიან ადეკვატური რეაქცია ექნება, ალბათ, ძალიან ბევრს გაიცინებენ ჩვენი თანამოქალაქეები იმდენად კომიკურია ეს ყველაფერი", — აცხადებს ის TV პირველთან.
17 სექტემბერს, თბილისში გვიან ღამით ბანერი წარწერით "არა ნაცებს, არა ბოროტებას" ისევ გამოჩნდა, თუმცა ამჯერად გიორგი გახარიას ფოტო დაამატეს, წარწერას კი "არა ღალატს". დედაქალაქის შემდეგ ბანერი წარწერით "არა ნაცებს, არა ბოროტებას" საქართველოს სხვა ქალაქებშიც გააკრეს.
ბანერზე გამოსახული არიან ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშილი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარლამენტის წევრი, გუბაზ სანიკიძე, ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე, გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია.
წარწერა: "არა ნაცებს, არა ბოროტებას" თბილისში პირველად 2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოჩნდა. მაშინ სარეკლამო ბილბორდზე ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი ლიდერების ფოტოები იყო გამოსახული, წარწერაზე კი სისხლი ჩანდა. ამ თემაზე საუბრისას ქართულ ოცნებაში ამბობდნენ, რომ ბილბორდი მათი დაკვეთით არ გაკეთებულა და კერძო ინიციატივაა, თუმცა ამის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ.
რამდენიმე დღეში ბილბორდებზე გამოჩნდა ახალი ფოტო, სადაც ენმ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სახეების უკან ყოფილი მაღალჩინოსნების სახეები იყო შესაბამისი წარწერებით: "ირჩევ ვაშაძეს, იღებ სააკაშვილს!", "ირჩევ ვაშაძეს, იღებ ახალაიას!", "ირჩევ ვაშაძეს, იღებ ქარდავას!", "ირჩევ ვაშაძეს, იღებ ვაშაძეს!".
24 ივლისს თბილისის ქუჩებში ბანერები წარწერით: "არა ნაცებს, არა ბოროტებას" კვლავ გამოჩნდა, თუმცა ამჯერად ჰომოფობიური შინაარსით. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად ბანერზე გამოსახული იყო არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი, არამედ კრიტიკული ტელევიზიების ხელმძღვანელები, ასევე, თბილისი პრაიდის დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი და სირცხვილიას აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი.
-
როგორ ეხმაურება საზოგადოება თემურ უგულავას გარდაცვალებას როგორ ეხმაურება საზოგადოება თემურ უგულავას გარდაცვალებას
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: მერწმუნეთ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ასეთი ძლიერი და ასეთი განვითარებული საქართველო არ ყოფილა მიხეილ ყაველაშვილი: მერწმუნეთ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ასეთი ძლიერი და ასეთი განვითარებული საქართველო არ ყოფილა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ნაცმოძრაობა" არის დაღმასვლისკენ მომავალი პარტია, რომელსაც არათუ ნორმალური ახალგაზრდა, ნორმალური არავინ შეუერთდება ნინო წილოსანი: "ნაცმოძრაობა" არის დაღმასვლისკენ მომავალი პარტია, რომელსაც არათუ ნორმალური ახალგაზრდა, ნორმალური არავინ შეუერთდება
გადახედვა
-
რატომ გვეჩვენება საკვები უფრო გემრიელად, როცა ის სხვამ მოამზადა რატომ გვეჩვენება საკვები უფრო გემრიელად, როცა ის სხვამ მოამზადა
-
იტალიური დიზაინის ახალი სივრცე და გრანდიოზული ფასდაკლება გალერეა დემასში იტალიური დიზაინის ახალი სივრცე და გრანდიოზული ფასდაკლება გალერეა დემასში
-
AI ჩვენს პროფესიულ უნარებს აქვეითებს? — რას ამბობს ადრეული კვლევები AI ჩვენს პროფესიულ უნარებს აქვეითებს? — რას ამბობს ადრეული კვლევები
გადახედვა
-
საჭიროა თუ არა რუტინა შვებულებაში? საჭიროა თუ არა რუტინა შვებულებაში?
-
Nestle-მ სანქცირებულ ტელეარხ "იმედთან" კავშირის გამო შიდა გამოძიება დაიწყო Nestle-მ სანქცირებულ ტელეარხ "იმედთან" კავშირის გამო შიდა გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Full Card-ზე — მეგობარი ბარათი, რომლის იმედიც ყოველთვის შეგიძლია გქონდეს რა უნდა ვიცოდეთ Full Card-ზე — მეგობარი ბარათი, რომლის იმედიც ყოველთვის შეგიძლია გქონდეს
-
ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვის წინასწარი პატიმრობა ძალაში დატოვა ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვის წინასწარი პატიმრობა ძალაში დატოვა
გადახედვა
-
ენდოკრინოლოგისა და ოფთალმოლოგის დროული თანამშრომლობით, შეგვიძლია რადიკალურად შევცვალოთ სტატისტიკა და პაციენტები სიბრმავისგან ვიხსნათ ენდოკრინოლოგისა და ოფთალმოლოგის დროული თანამშრომლობით, შეგვიძლია რადიკალურად შევცვალოთ სტატისტიკა და პაციენტები სიბრმავისგან ვიხსნათ
-
ჩვენ მსოფლიოში უძველესი ქრისტიანი ერი ვართ — სომეხ მილიარდერს იესო ქრისტეს ყველაზე დიდი ქანდაკების აღმართვა სურს ჩვენ მსოფლიოში უძველესი ქრისტიანი ერი ვართ — სომეხ მილიარდერს იესო ქრისტეს ყველაზე დიდი ქანდაკების აღმართვა სურს
გადახედვა
-
კოსმოსური ობსერვატორია დედამიწაზე ვარდება, თუმცა NASA მის გადარჩენას აპირებს კოსმოსური ობსერვატორია დედამიწაზე ვარდება, თუმცა NASA მის გადარჩენას აპირებს
გადახედვა
-
საია პოლიციელების წინააღმდეგ მიმდინარე ორ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულების პოზიციის ცვლილებას ეხმიანება საია პოლიციელების წინააღმდეგ მიმდინარე ორ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულების პოზიციის ცვლილებას ეხმიანება
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: როდესაც თავდასხმის ობიექტი ხდება მედია, თავს მოვალედ ვთვლი, სრული მიუღებლობა გამოვხატო ელენე ხოშტარია: როდესაც თავდასხმის ობიექტი ხდება მედია, თავს მოვალედ ვთვლი, სრული მიუღებლობა გამოვხატო
გადახედვა
-
საქსტატი: 2014 წელთან შედარებით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 5.8%-ითაა გაზრდილი საქსტატი: 2014 წელთან შედარებით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 5.8%-ითაა გაზრდილი
გადახედვა
-
აღმოაჩინეს გალაქტიკა, რომელიც ბნელ მატერიას არ შეიცავს — რამ "გააქრო" ის აღმოაჩინეს გალაქტიკა, რომელიც ბნელ მატერიას არ შეიცავს — რამ "გააქრო" ის
გადახედვა
-
4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 8 პირი დამნაშავედ ცნეს 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 8 პირი დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
აჭარა ჯგუფი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ თემურ უგულავას მემკვიდრეობა აჭარა ჯგუფი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ თემურ უგულავას მემკვიდრეობა
გადახედვა
-
ჯეიჰუნ მუჰამედალი: ამ ფოტოების გამო მთელი საზოგადოების ტერორიზმის მხარდამჭერებად გამოცხადება უკვე მარაზმია ჯეიჰუნ მუჰამედალი: ამ ფოტოების გამო მთელი საზოგადოების ტერორიზმის მხარდამჭერებად გამოცხადება უკვე მარაზმია
გადახედვა
კომენტარები