კრიპტალი მომხმარებლებს 1 მილიონ შიბა ინუს ჩუქნის
Cryptal 15 სექტემბრიდან ახალ კამპანიას იწყებს. მომხმარებლებს, რომლებიც გადმოიტანენ 50 აშშ დოლარის ღირებულების Bitcoin-ს ან ERC20 ტოკენებს, კომპანია ბონუსად ჩაურიცხავს 1 მილიონ Shiba INU-ს. ბონუსი დაერიცხებათ იმ მომხმარებლებსაც რომლებიც დაადეპოზიტებენ Etherium-ს, Chainlink-ს, Polygon Matic-ს, Uniswap-ს, Tether-ს და DAI-ს.
ამ ჯილდოთი სარგებლობის საშუალება ექნება Cryptal- ის ყველა ვერიფიცირებულ მომხმარებელს. კამპანიის ფარგლებში თითოეული მომხმარებელი შეძლებს მიიღოს 1 ეარდროპი. ვერიფიცირებული მომხმარებლები ბონუსის მოთხოვნას შეძლებენ Cryptal-ის საკუთარი პროფილიდან, ტრანზაქციის შესრულების შემდეგ.
"Cryptal-ის გუნდი მუდმივად ცდილობს დააჯილდოვოს ერთგული მომხმარებლები, გაანებივროს აქციებით და გახადოს ჩვენთან კომუნიკაცია უფრო სასიამოვნო", — ამბობს Cryptal-ს ხელმძღვანელი, ხვიჩა კოპინაძე.
კამპანიის დეტალური პირობები, შეგიძლიათ იხილოთ აქ.
საერთაშორისო კრიპტო ბირჟა — Cryptal დაარსდა თბილისში, საქართველოში, 2020 წლის აგვისტოში. Cryptal უსაფრთხო და მაღალი ლიკვიდობის ბირჟაა, დაბალი საკომისიოებით და სწრაფი ვერიფიკაციით.
ბაზარზე შემოსვლიდან 1 წლის აღსაღნიშნავად, კომპანიამ აგვისტოში მომხმარებლებს 10 მილიარდი Shiba INU აჩუქა.
Cryptal არის CryptX ჯგუფის შვილობილი კომპანია. CryptX-ი ქმნის საერთაშორისო დონის ბლოქჩეინ და ფინტექ პროდუქტებს 2017 წლიდან.
კომენტარები