დავით ზილფიმიანი

7 Sep. 2021, 14:38

შარლ მიშელის დოკუმენტში, იმ 43%-ის განმსაზღვრელ პუნქტს, რომელიც განსაკუთრებით ახლა გამოიყენება, როგორც თითქოსდა რეფერენდუმის საწყისი ფორმა ამ ჩანაწერის გამო, უნდა ვთქვათ, რომ ეს ჩანაწერი, პროცენტის განსაზღვრა დღეს ჩატარებული არჩევნებისთვის, რომ შემდეგი არჩევნები არალეგიტიმურად იქნება ცნობილი, ესეთი რამ ბუნებაში არ არსებობს და ევროპაში არ მომხდარა.

მე 1985 წლიდან იმ [ევროპული] ოჯახის წევრი ვარ და თვალყურს ვადევნებ. ძალიან ხშირად ყოფილა, რომ ვთქვათ, მემარჯვენე ცენტრისტებმა გაიმარჯვეს საპარლამენტო არჩევნებში, ხოლო, მემარცხენე ცენტრისტებმა გაიმარჯვეს ადგილობრივ არჩევნებში და ეს არ ხდება მიზეზი იმისა, რომ არალეგიტიმურად გამოაცხადო საპარლამენტო არჩევნები და დანიშნო რიგგარეშე. სრული სისულელეა და გარწმუნებთ, რომ ბატონი მიშელისგან ეს წინადადება ვერც წამოვიდოდა, იმიტომ, რომ იმ ტრადიციებზე, რომლებზეც ის გაიზარდა და ის პოლიტიკური სკოლა, რომელიც დასავლეთში არსებობს, თავის თავში მსგავს რაღაცას არ მოიცავს, ამიტომ ქართველებთან ურთიერთობის დროს რა ჩამოყალიბდა ის პუნქტი, ამას არ აქვს დიდი პრინციპული მნიშვნელობა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  3. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  4. გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
  5. მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — რა ვიცით სავარაუდო მკვლელზე?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან

ხელოვნური ინტელექტი (AI) სხვა ყველაფერთან ერთად ბიოლოგიის გარდატეხასაც გვპირდება. AI-ს პრაქტიკული გამოყენების…