WhatsApp-მა თალიბანის საკომუნიკაციო ხაზები დაბლოკა
Facebook-ს თალიბანის დაბლოკვა სურს.
WhatsApp-მა მათი საკომუნიკაციო არხები და რამდენიმე ჯგუფი უკვე დაბლოკა. ინფორმაციას ამის შესახებ The Next Web ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც ტვიტერმა და ფეისბუქმა დონალდ ტრამპი დაბლოკეს, ეს სოციალური ქსელების მიერ გადადგმული ყველაზე დიდი პოლიტიკური ნაბიჯია.
მოგეხსენებათ, გასულ კვირას თალიბანმა ქვეყნის დედაქალაქი, ქაბული აიღო და ავღანეთის მთავრობა დაამხო..
Facebook-ის თქმით, მათ დაბლოკეს თალიბანის ყველა ოფიციალური არხი და აქტიურად ეძებენ სხვა ჯგუფებს აღწერებისა და დასახელების მიხედვით, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ ტერორისტულ ორგანიზაციასთან. Facebook-ს დახმარებას ადგილობრივ ენაზე მოსაუბრე ადამიანებიც უწევენ.
კომპანიის თქმით, ისინი არ იღებენ გადაწყვეტილებებს რომელიმე კონკრეტული მთავრობის წინააღმდეგ, მათი გადაწყვეტილება უბრალოდ საერთაშორისო საზოგადოების მიერ გადადგმული ნაბიჯებითა და აშშ-ს სანქციებზე დაყრდნობითაა განპირობებული.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე
კომენტარები