ილონ მასკის თქმით, შესაძლოა, Lunar Starship-მა ადამიანები მთვარეზე 2024 წლამდე დასვას
მიუხედავად ჯეფ ბეზოსის პრეტენზიებისა, SpaceX განაგრძობს Starship-ზე მუშაობას, რაკეტაზე, რომელიც ადამიანებს კიდევ ერთხელ დასვამს მთვარეზე. გასულ უქმეებზე, მასკს ტვიტერზე ჰკითხეს მოახერხებდა თუ არა SpaceX Starship-ის დასრულებასა და ადამიანების მთვარეზე დასმას 2024 წლისათვის, რაზეც მან უპასუხა, რომ ეს შეიძლება უფრო მალეც მოხდეს.
გასულ კვირას, ნასამ განაცხადა, რომ 2024 წლისათვის მთვარეზე დაჯდომის გეგმები შესაძლოა ცოტათი გადაიდოს, რადგან თანამედროვე სკაფანდრების შემუშავების პროცესი დროში იწელება, ასევე დაბრკოლებას ქმნის ჯეფ ბეზოსის კომპანიის, Blue Origin-ის მიერ დაწყებული საქმე SpaceX-ის წინააღმდეგ.
შეგახსხენებთ, რომ აპრილში SpaceX-მა ნასასგან 2,89 მილიარდ დოლარიანი კონტრაქტი მიიღო. სწორედ ამ კონტრაქტის ფარგლებში აგებს ილონ მასკის კომპანია მთვარეზე გასამგზავრებელ ხომალდს. SpaceX-მა კონკურენტებს, Dynetics-სა და Blue Origin-ს აჯობა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები