რომპეტროლ საქართველომ თანამშრომელთა ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო
ფოტო: იანა კოხოძე
10 აგვისტოს, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, დიდუბის საგამოფენო სივრცეში, ღია ცის ქვეშ გაიმართა შეხვედრა რომპეტროლის თანამშრომლებთან თემაზე: კოვიდ-უსაფრთხოება და ჩვენი როლი პანდემიის დასრულებაში.
ღონისძიებაზე ფიზიკურ დამსწრეთა რაოდენობა, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, შეზღუდული იყო, თუმცა მთელი შეხვედრა Live რეჟიმში გადაიცემოდა ყველა თანამშრომლისთვის.
შეხვედრა გახსნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი აიოზბამ და თავის მისასალმებელ სიტყვაში კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ყველა თანამშრომელს, რომელთა ეფექტური მუშაობისთვის პანდემიაც კი ვერ აღმოჩნდა დაბრკოლება. ასევე, მოუწოდა თითოეულს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ პანდემიის დასრულებას.
გენერალური დირექტორის სიტყვით გამოსვლის შემდგომ თანამშრომლებმა გაირეს 2-საათიანი ინტენსიური, ძალიან საინტერესო და სასარგებლო ტრენინგი თემაზე — სამედიცინო მითები, რომელსაც უძღვებოდა ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, არჩილ მარშანია და რომლის ფარგლებში თანამშრომლები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის: როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია, როგორ არ გავხდეთ სამედიცინო მითების მსხვერპლი, რა არის ვაქცინაცია და ასევე, ამომწურავი ინფორმაცია კორონავირუსის იმ ვაქცინების შესახებ, რომლებიც დღეს ხელმისაწვდომია საქართველოში.
კომპანია რომპეტროლ საქართველო აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლების მაქსიმალურ ინფორმირებას კორონავირუსის საფრთხეებისა და ვაქცინაციის სარგებლის თაობაზე და ასევე, თანამშრომლებს, რომლებიც ჩაიტარებენ ვაქცინას, წახალისების მიზნით, დამატებით სარგებელს სთავაზობს, კერძოდ:
- თითოეული აცრის შემდგომ 2 ანაზღაურებადი დასვენების დღე საჩუქრად;
- სექტემბრის ბოლოს ვაქცინირებული თანამშრომლებისთვის შედგება გათამაშება. გათამაშების დროს ერთჯერადად ვაქცინირებული თანამშრომლები გათამაშების 1 ბილეთს, ხოლო სრულად ვაქცინირებული თანამშრომლები კი 2 ბილეთს მიიღებენ. გათამაშებაშია რომპეტროლის საწვავის 5 ვაუჩერი, ერთ-ერთი დიდი სავაჭრო ცენტრის ხუთი 200 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი და iPhone XR.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები