ნახეთ: როგორ გადაიღოთ მთვარის ფოტო ისე, რომ მაქსიმალურად შთამბეჭდავი იყოს
სავსე მთვარის დანახვისას უამრავი ადამიანის პირველი ინსტინქტი მობილურის მომარჯვება და სოციალურ ქსელებში ასატვირთად სურათის გადაღებაა, თუმცა თუ ეს ერთხელ მაინც გიცდით, გეცოდინებათ, რომ მთვარისთვის კარგი ფოტოს გადაღება ძალიან რთულია.
არსებობს ორი მიზეზი: 1) მთვარე ძალიან შორსაა და თუ ტელეფოტო ობიექტივი არ გაქვთ, რომელიც მთვარეს მოაახლოვებს, ის ფოტოში ძალიან პატარა კაშკაშა წერტილის სახით გამოჩნდება; 2) ღამით გადაღება მართლაც რთულია. პროფესიონალური კამერები საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ თქვენი ISO ან თქვენი ფოტოს პარამეტრები, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ ფოტო დაბალი შუქის პირობებში, ხარისხის დაკარგვის გარეშე. მობილურით კი ამავე შედეგის მიღწევა მარტივი არაა.
შეგიძლიათ თუ არა თქვენი სმარტფონის კამერის გამოყენება?
მოკლე პასუხი არის დიახ, მაგრამ ექსპერტები გირჩევენ, ჩამოტვირთოთ აპლიკაცია, რომლითაც გადაიღებთ მთვარეს, iPhone– ის ან Android– ის კამერის გამოყენების ნაცვლად. ზოგიერთი აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ, გაზარდოთ მგრძნობელობის მაჩვენებელი, რითაც შეძლებთ, გადაიღოთ ხარისხიანი ფოტო დაბალი განათების პირობებში.
მთვარის გასაოცარი სურათის გადასაღებად თქვენ ნამდვილად გჭირდებათ ტელეფოტო ან Zoom ლინზა - რაც უფრო გრძელი იქნება, მით უკეთესი. კარგი ფოტოსთვის ასევე უნდა გამოიყენოთ შტატივი და ორწამიანი დაყოვნება ღილაკზე თითის დაჭერის შემდეგ. ამით თავიდან აირიდებთ კამერის "ჯაყჯაყს", ობიექტს მაქსიმალურად დიდი ზომით აღბეჭდავთ და სურათის სიმკვეთრესაც შეინარჩუნებთ.
თქვენი პარამეტრები ასევე შეიცვლება იმ კამერის ხარისხის მიხედვით, რომელსაც იყენებთ. თუ ISO-ს 100-ზე დააყენებთ, ეს ყველაზე უკეთ შეუნარჩუნებს ფოტოს ხარისხს. თუ მიუთითებთ თქვენი ფაილის ზომას Raw-ზე, მაქსიმალურად დიდ და ხარისხიან ფოტოს მიიღებთ.
ახლა კი ვნახოთ, ვინ იღებს მთვარის საუკეთესო სურათებს. წარმოგიდგენთ რამდენიმე ფოტოს, რომლებიც ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება:
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები