TI: დეპუტატობის 13 წელში ბოლქვაძის ოჯახმა და ახლობლებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 13 მილიონზე მეტი მიიღეს
ფოტო: Facebook
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (TI) ინფორმაციით, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ოჯახმა და ნათესავებმა მისი დეპუტატობის 13 წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვებიდან 13 647 191 ლარი მიიღეს. ანზორ ბოლქვაძე მე-7 და მე-8 მოწვევის პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, მე-9 და მოქმედ, მე-10 მოწვევის პარლამენტში კი ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატია.
ორგანიზაციამ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც დეტალურადაა აღწერილი ბოლქვაძის შვილის, ბიძაშვილის, მამიდაშვილისა და სხვა ნათესავების კომპანიების მიერ მიღებული თანხები წლების განმავლობაში.
"ანზორ ბოლქვაძის პოლიტიკურ გააქტიურებასთან ერთად, 2008 წლიდან მისი ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა და ახლობლებმა თანდათან დაიწყეს კომპანიების დაფუძნება, რომელთა შემოსავალი მეტწილად სახელმწიფო შესყიდვების ხარჯზე იზრდებოდა. ეს კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ აჭარის მთავრობის საქვეუწყებო ორგანიზაციის — გზების დეპარტამენტისა და ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარულ ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტებისგან", — ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ფოტო: TI
ფოტო: TI
ფოტო: TI
საერთაშორისო გამჭვირვალობას აქამდეც არაერთხელ გამოუქვეყნებია კვლევა ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებული ბიზნესინტერესებზე. მაგალითად, 2020 წლის მარტში ორგანიზაციაში აცხადებდნენ, რომ დეპუტატი კომპანია გოდერძი დეველოპმენტის 50%-ს ფლობდა, რაც კანონმდებლობის დარღვევაა. TI-ში აცხადებენ, რომ ამ კვლევის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ანზორ ბოლქვაძემ საკუთარი წილი მინდობით ახლობელს, არჩილ ბოლქვაძეს გადასცა, თუმცა ეს მინდობაც უკანონოა, რადგან არჩილ ბოლქვაძე თავადაც თანამდებობის პირია ბიზნესწილების ფლობის უფლება არც მას აქვს. არჩილ ბოლქვაძე შპს დინამო ბათუმის დირექტორი და ფინანსისტია, ასევე, TI-ის ინფორმაციით, 2017 წლის 23 თებერვლიდან ის აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირდა. აღსანიშნავია, რომ არჩილ ბოლქვაძემ, როგორც აუდიტორმა, დასკვნები მოამზადა, მათ შორის, ანზორ ბოლქვაძის სხვა ნათესავებთან დაკავშირებული კომპანიების, აისი-სა და კონტრაქტმშენი 2016-სთვის.
შპს ფონი
საერთაშორისო გამჭვირვალობას ინფორმაციით, ანზორ ბოლქვაძის მიერ დაარსებული შპს ფონი 2010 წლიდან დეპუტატის შვილს, როლანდ ბოლქვაძეს გადაეცა, დირექტორი კი ბოლქვაძეების ახლობელი, დავით ქონიაძეა. როლანდ ბოლქვაძე ამჟამად აჭარის გზების დეპარტამენტში ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამსახურის უფროსია. TI-ში აცხადებენ, რომ ამ პერიოდიდან შპს ფონი იმარჯვებს სახელმწიფო ტენდერებში და გამარტივებული ხელშეკრულებებით აფორმებს მაღალბიუჯეტიან შესყიდვებს, მათ შორის მფლობელის სამუშაო უწყების, გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს.
გიგა 2015
საერთაშორისო გამჭვირვალობას ინფორმაციით, გიგა 2015 ანზორ ბოლქვაძის ბიძაშვილის, რომან ბოლქვაძის კომპანიაა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გიგა 2015 მონაწილეობს მხოლოდ ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარულ ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტებისა (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური) და ანზორ ბოლქვაძის შვილის, როლანდ ბოლქვაძის სამუშაო სტრუქტურის, აჭარის გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში.
მაგალითად, ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო 13 თვის განმავლობაში გიგა 2015-მა 11 ტენდერში გაიმარჯვა, აქედან 3 შემთხვევაში კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე და ჯამში 1 000 263 ლარი მიიღო. 10 აჭარის გზების დეპარტამენტის 1 კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერი იყო.
ქედე
კომპანია ქედე ანზორ ბოლქვაძის მამიდაშვილს, ინგ. მეწარმე არჩილ ქედელიძეს ეკუთვნის. საერთაშორისო გამჭვირვალობას ინფორმაციით, 2016-2018 წლებში ქედემ სახელმწიფო შესყიდვებიდან 1 516 762 ლარი მიიღო. მათ შორისაა, 2016 წელს კომპანია B&B-ის ქვეკონტრაქტორობიდან მიღებული 671 994 ლარი. აქ ერთი გარემოებაა საყურადღებო:
კომპანია B&B-მ 2016 წელს, კურორტ ბეშუმში წყლის სისტემის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებული ტენდერში გაიმარჯვა და სახელმწიფოსგან 717 229 ლარი მიიღო. ამ დროისთვის ქედე B&B-ს ქვეკონტრაქტორი იყო, თუმცა შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ატვირთულ სატენდერო დოკუმენტაციაში ეს ინფორმაცია არ იყო მითითებული. ამავე წელს B&B-ს მიერ ქედე-სთვის გადაცემული 671 994 ლარი ბეშუმის ტენდერში გამარჯვებით სახელმწიფოსგან მიღებული 717 229 ლარის 94%-ია. ჩნდება კითხვა: B&B-ს მონაწილეობა ბეშუმის წყლის სისტემის სარეაბილიტაციო ტენდერში ხომ არ იყო ფორმალობა და მის უკან, რეალურად, ანზორ ბოლქვაძის მამიდაშვილის კომპანია ქედე ხომ არ იმალებოდა?
აქვე აღსანიშნავია, რომ ქედე-ს დირექტორი, არჩილ ქედელიძე 2014 წელს ანზორ ბოლქვაძის ოჯახის კუთვნილი სასტუმროს, კურორტ ბეშუმის დირექტორი გახდა, მისმა ძმამ, გიორგი ქედელიძემ კი ამ კომპანიის 100%-იანი წილი 1 ლარად სემიე ბოლქვაძისგან, არჩილ ბოლქვაძის დედისგან მიიღო.
ეს მხოლოდ ნაწილია საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევაში გამოქვეყნებული მაგალითებისა. ორგანიზაციაში ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებული სხვა კომპანიების ბიზნესინტერესებზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ ეს საქმეები კითხვებს აჩენს კორუფციის რისკებზე, ნეპოტიზმისა და დეპუტატის მანდატის არაკეთილსინდისიერ გამოყენებაზე. ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ იმასაც, რომ პრობლემურია არა მხოლოდ ერთი კონკრეტული დეპუტატის საქმიანობა, არამედ ზოგადად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა.
"სხვადასხვა მაჟორიტარი დეპუტატი საკუთარ საარჩევნო ოლქში სარგებლობს დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენით, რომლის წყალობითაც ისინი საჯარო სამსახურებში ასაქმებენ ახლობლებს და უპირატეს მდგომარეობაში აყენებენ მათთან დაკავშირებულ კომპანიებს", — აცხადებენ საერთაშორისო გამჭვირვალობაში.
ორგანიზაცია სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულ სამსახურს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დაიწყონ მოკვლევა კვლევაში მოცემულ კომპანიებთან დაკავშირებით. საერთაშორისო გამჭვირვალობა მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროსაც, შეამოწმონ ანზორ ბოლქვაძისა და არჩილ ბოლქვაძის დეკლარაციები, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი იმოქმედონ კანონით დადგენილი ნორმებით.
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები