არაბთა გაერთიანებული საამიროები 3-17 წლამდე ასაკის ბავშვებს სინოფარმის ვაქცინით აცრის
არაბთა გაერთიანებული საამიროები 3-17 წლამდე ასაკობრივ კატეგორიის აცრას სინოფარმის (1099.HK) ვაქცინით დაიწყებს, როგორც ქვეყნის მთავრობის ტვიტმა გვაუწყა ორშაბათს.
ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გადაწყვეტილება კლინიკური ცდებისა და მრავალრიცხოვანი შეფასებების შედეგია და დამატებითი დეტალების მოწოდებისგან თავს იკავებს. ქვეყნის ხელისუფლებამ ივნისში განაცხადა, რომ კვლევის ფარგლებში აცრაზე 900 ბავშვის იმუნურ რეაქციას დააკვირდებოდა. შესაძლოა, გადაწყვეტილება სწორედ ამ კვლევის შედეგს ეყრდნობოდეს.
სპარსეთის ყურის არაბული შტატი, რომელსაც მსოფლიოში იმუნიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, ფაიზერის ვაქცინით (PFE.N) უკვე უზრუნველყოფდა ბავშვების 12-15 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას.
კვირას ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის 9 მილიონიანი მოსახლეობიდან ვაქცინის ერთი დოზა ადამიანთა 78.95 პროცენტმა მიიღო, 70.57 პროცენტი კი სრულადაა აცრილი.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რომელიც რეგიონის ტურიზმისა და ვაჭრობის კერას წარმოადგენს, კვირას კორონავირუსის 1 519 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამში კი ინფიცირების 682 377 და სიკვდილის 1 951 შემთხვევაა აღწერილი.
სახელმწიფო ჩინეთის ფარმაცევტული კომპანიის, სინოფარმის მიერ გამოშვებული ვაქცინის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზას წაუძღვა, რომელიც მის ადამიანებზე გამოცდას გულისხმობს, ხოლო წარმოება სინოფარმისა და აბუ-დაბის ტექნოლოგიური კომპანია Group 42-ის ერთობლივ საწარმოში დაიწყო.
კომენტარები