წულუკიანის აზრით, 5 ივლისს "საზოგადოებამ ხმა აღიმაღლა" — ის "დასაგმობ ფაქტებზეც" საუბრობს
ფოტო: კადრი ვიდეოდან
კულტურის მინისტრი მიიჩნევს, რომ 5 ივლისს, როცა ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფები ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ხელს უშლიდნენ მუშაობაში, დაარბიეს თბილისი პრაიდის ოფისი, სცადეს სირცხვილიას ოფისში შეჭრა და თავს დაესხნენ პოლონელ ტურისტს, "საზოგადოებამ ხმა აღიმაღლა". ამის შესახებ მან გია გაჩეჩილაძის, ე.წ. უცნობის გადაცემაში განაცხადა.
წულუკიანი ამტკიცებს, რომ "ჟურნალისტების უმრავლესობას არ ესმის, რა არის გამოხატვის თავისუფლება". მინისტრი, რომელმაც ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და ხალხს მისთვის ტაშის დაკვრას სთხოვდა, ევროპულ კონვენციაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ გამოხატვის თავისუფლებას ვალდებულებებიც ახლავს. მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლების სახელით ებრძვიან ყველაფერს, რაც არის ინდივიდუალური და ინდივიდი. წულუკიანი აღნიშნავს, რომ ეს "ძალიან დიდი პრობლემაა" და პასუხობს კითხვას: "როგორ უნდა ვებრძოლოთ?".
"ვფიქრობ, რომ ამას კლასიკური მეთოდები არ უშველის, თუმცა ის, რაც მოხდა სულ რამდენიმე დღის წინ, როდესაც საზოგადოებამ ხმა აღიმაღლა... იქ, რა თქმა უნდა, იყო დასაგმობი და აბსოლუტურად შეუწყნარებელი ფაქტები, როდესაც ჟურნალისტს ურტყამ, შეურაცხყოფ და ა.შ. მაგრამ იყო ასევე უფრო მეტი და მასიურად, ჩვეულებრივი აღშფოთება, დაგმობა იმისა, რომ ეს ჟურნალიზმი არ არის, კრიტიკა ჟურნალისტებისადმი, რასაც უნდა შეეგუონ, სხვა გზა არ აქვთ, რადგან ჩვენც გვაქვს უფლება, გავაკრიტიკოთ სხვა. იმიტომ არ ვართ საზოგადოების წევრი, მასწავლებელი, პოლიტიკოსი, მინისტრი თუ სხვა, რომ თავში გვირტყას ვიღაცამ მიკროფონი, ამის უფლება არავის არ აქვს", — აცხადებს წულუკიანი.
მან ისაუბრა მთავარი არხისთვის წართმეულ მიკროფონზეც და თქვა, რომ უვლის და ინახავს. წულუკიანის მტკიცებით, ჟურნალისტები სახლებში იჭრებიან და საძინებლებში დარბიან, ამიტომ არ აპირებს, თავი დახაროს.
"აღარ ვაპირებ, იმის გამო რომ მინისტრი ვარ და პოლიტიკაში ვარ, თავი დავხარო, რასაც ყოველთვის ვაკეთებდი და ვიცავდი ყველა იმ წესს, რომელიც უნდა დავიცვა. მაგრამ თუ მეორე მხარე არ იცავს არავითარ წესს, გამოდის, რომ ეს არის პროცესი თამაშის წესების გარეშე და მაშინ ვითამაშოთ წესების გარე, რაც მე გავტესტე კიდეც და ვითამაშე წესის გარეშე, რაც არ მოეწონათ. მაშინ ყველამ უნდა დავიცვათ წესი", — განაცხადა მან.
კულტურის მინისტრის აზრით, თუ ჟურნალისტი "აშავებს" და იქცევა "უმსგავსოდ", მას აქვს პასუხის უფლება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ფიზიკური შეურაცხყოფა და დამცირება. წულუკიანი ამას ამბობს მას შემდეგ, რაც ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და საზოგადოებას მოუწოდებდა, ემა გოგოხიასთვის ტაში დაეკრათ.
"თუ მეორე ადამიანი სისტემატურად ცდილობს დამჩაგროს, მოდაშია ახლა ეს სიტყვა — დამაბულინგოს და გათვლა აქვს იმაზე, რომ მე თავჩაქინდრული ამას ვიტან, როგორც ძველად ჯარში ხდებოდა, დედოვშინას ვეძახდით, არ მაქვს ვალდებულება, რომ ეს ავიტანო. წითელ ხაზს თუ გადალახავს მეორე მხარე, აუცილებლად მიიღებს პასუხს, მაგრამ ძალადობით არა. ამის თმენის ვალდებულება არ გამაჩნია", — განაცხადა წულუკიანმა.
გარდა ამისა, მან გია გაჩეჩილაძეს "ნამდვილი ჟურნალისტი" უწოდა, რომელმაც გადაცემის დასაწყისში წულუკიანს მაესტროს მიკროფონი აჩუქა და მისი აზრით, ჟურნალისტების პაროდია გააკეთა.
გაჩეჩილაძემ გადაცემის მსვლელობისას არაერთხელ ახსენა მედიის "კანონის ფარგლებში მოქცევა", რაზეც წულუკიანმა უპასუხა, რომ Fake News-ისა და ინფორმაციის გავრცელებისას ვალდებულებების ნაწილში რეგულაციების იდეას ემხრობა, თუმცა თქვა ისიც, რომ გარკვეულ წესებზე საზოგადოება უნდა შეთანხმდეს.
სანამ მედიაზე ისაუბრებდა, წულუკიანმა შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე და ოპოზიციის "დესტრუქციაზე" გააკეთა განცხადებები და სწორედ ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ ოპოზიციას "მიკროფონების რევოლუცია" უნდოდა, "მიკროფონი აღარ აქვთ", რადგან მას აქვს სახლში.
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
კომენტარები