კეკელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, ის ამას "მომაბეზრებელ ფლირტებს" უწოდებს
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორსა და მწერალს, გიორგი კეკელიძეს რამდენიმე ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სხვადასხვა ჯგუფში არაერთხელ დაწერილა. ქალებმა საჯაროდ საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც გიორგი კეკელიძე ერთ-ერთი იყო იმ 7 კაცი მწერალიდან, რომელსაც "ქალების გაძლიერებაზე" წიგნი დააწერინეს.
On.ge ესაუბრა ტაო ჭალიძეს. როგორც ის გვიყვება, დაახლოებით 7-8 წლის წინ კეკელიძე Facebook-ით დაუკავშირდა და სექსი შესთავაზა. ტაო ამბობს, რომ მიუხედავად მისი უარისა, კეკელიძე კომუნიკაციას სხვადასხვა გზით ცდილობდა, გაიგო მისი ტელეფონის ნომერიც და ურეკავდა კიდეც.
"სექსს მთავაზობდა აქტიურად. მეუბნებოდა, რომ ბევრ ჩემს დაქალთან ჰქონია სექსი და მაგით ცდილობდა "შებმას". ვპასუხობდი, რომ არ მაინტერესებდა მასთან ურთიერთობა. ერთხელ რაღაც ქურთუკების ფოტო გამოვაქვეყნე, რომელი ვიყიდო-მეთქი და მომწერა, ყველა იყიდე, მე გიყიდიო. რაღაცების ყიდვას მთავაზობდა ხოლმე. მას შემდეგ, რაც აღარ ვპასუხობდი, ტელეფონის ნომერი გაარკვია და მირეკავდა ხოლმე. დღემდე არ ვიცი, საიდან გაიგო ნომერი. ისევ სექსს მთავაზობდა, ხან რაღაც სისულელეებს მეკითხებოდა, მაგალითად, სად ვყიდულობდი კოლგოტებს, ჩემი მეგობარი გოგოსთვის მინდაო.
ფეისბუქზეც დავბლოკე და ტელეფონზეც. ბოლო გადაკვეთა, თუ სწორად მახსოვს, 2015 წელს გვქონდა. გამომცემლობაში ვმუშაობდი, რაღაც გადაცემა ჰქონდა რადიოში, გამომცემლობიდან სტუმარი უნდოდა და შენ მოდიო. ამ გზით ეცადა ჩემთან კონტაქტს და სასტიკი უარი განვაცხადე წასვლაზე. როგორც ვიცი, ჩემს უფროსს უთანხმებდა, რომ გადაცემაში მივსულიყავი. უფროსთან მქონდა კომუნიკაცია, მე მაგ ადამიანთან ფეხს არ მივადგამ-მეთქი", — გვიყვება ტაო.
მისი თქმით, ეს ყველაფერი დაახლოებით 2-3 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, რაც ძალიან დამთრგუნველი და შემაწუხებელი იყო.
"საშინლად მსტრესავდა ამ ადამიანის მოგერიება. იმდენად დიდი ზიზღის გრძნობა გამიჩინა მისმა ქმედებებმა, რომ დღემდე ტანში მცრის ეგ კაცი რომ მახსენდება".
ტაომ ამის შესახებ Facebook-ზეც დაწერა. პოსტს არაერთი ქალი გამოეხმაურა. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ კეკელიძე კომპლიმენტებს მაშინ უგზავნიდა, როცა არასრულწლოვნები იყვნენ. On.ge ცდილობს მათთან და სხვა ქალებთან დაკავშირებას.
კომენტარების ავტორებს შორის არის სოფია კენჭიაშვილიც, რომელიც გვიყვება, რომ კეკელიძე წლების განმავლობაში სთხოვდა "ეროტიკული ფოტოების" გადაგზავნას, მათ შორის მაშინაც, როცა ორსულად იყო.
"ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, იმ დროიდან, როცა არანაირი შეხება არ ჰქონდა არც ბიბლიოთეკასთან, არც წიგნები ჰქონდა გამოცემული. მქონდა ჩვეულებრივი, მეგობრული მიმოწერა, ფეიჯიც არ ჰქონდა მაშინ, პერსონალური პროფაილი იყო. ნელ-ნელა დაიწყო და მერე პერმანენტულად მთხოვდა ნუდების გაგზავნას. მაგრამ სიტყვა ნუდი მაშინ არ იყო ისეთი ტრენდული, როგორიც ახლაა. ეროტიკულ, სექსუალურ ფოტოებს ეძახდა. ვუტარებდი, არ ვცხოვრობდი საქართველოში და შორიდან ფეხებზე მეკიდა. დავსინავდი ან სმაილს ჩავუგდებდი და სულ ეს იყო.
2015 წელს ჩამოვედი, მაგისგან წიგნი ვიყიდე, მეგობრისთვის მინდოდა მეჩუქებინა და ავტოგრაფი მჭირდებოდა. მივაკითხე ბიბლიოთეკაში. ამის შემდეგ დაიწყო შემოტევა. მეუბნებოდა, გადაიღე ჩემს წიგნთან ერთად ეროტიკული ფოტო და გამომიგზავნეო. როცა მწერდა, "სოფია, როგორ ხარ?", ვიცოდი, რომ მეორე კითხვა იქნებოდა — "სად არის ფოტო?" 2016 წლის დასაწყისში მორიგ "როგორ ხარ"-ზე მივწერე, რომ ბავშვს ველოდები, მეგონა ამის შემდეგ თავს დამანებებდა და აღარ მომთხოვდა ფოტოებს. ვითომც არაფერი, ისევ გააგრძელა", — გვიყვება სოფია.
მისი თქმით, კეკელიძისგან მუდმივად ფოტოების მოთხოვნა სასიამოვნო არ იყო და ეს ყველაფერი მაშინ შეწყდა, როცა გიორგი კეკელიძემ ფეისბუქის პროფილი გააუქმა და ფეისბუქგვერდი გააკეთა.
"მთელ ამ მოთხოვნას ფონად ის გასდევდა, რომ 2007-ში მოდელი ვიყავი და ფლეიბოისთვის თუ გადაიღე, ჩემი წიგნისთვის რა გახდაო, თითქოს გავალდებულებენ. რომ ვთქვა, ფსიქიკური ზიანი მომადგა-მეთქი, არ ვიქნები სწორი, ფეხებზე მეკიდა, მაგრამ არ იყო სასიამოვნო. არ არსებობდა მაგ კაცისთვის მორალური ზღვარი, რომლის იქითაც აღარ შეიძლება ნაბიჯის გადადგა. ბღლარძუნს რომ ეძახის თვითონ, არ არის ეს არც ბღლარძუნი და არც ფლირტი, ფეხმძიმე ქალს ნუდების გამოგზავნას რომ თხოვ. შენ თუ ბღლარძუნობ, მე ვფიქრობ, რომ ავადმყოფი ხარ", — ამბობს სოფია.
მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, Facebook-ზე პოსტი გიორგი კეკელიძემაც გამოაქვეყნა. ის მისი მხრიდან "მომაბეზრებელ ფლირტს" ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ეს წლების წინ იყო და ამის შემდეგ ბევრი რამ გადააფასა.
"წლების წინ, ჩემი ზედმეტად აქტიური და პირდაპირ დავწერ — მომაბეზრებელი ფლირტების გამო, შეიძლება ვინმეს რამე ინტერპრეტაციის საფუძველი მივეცი. არ ვიცი, ვერ გეტყვით. მას მერე ბევრი რამ გადავაფასე, ძალიან ბევრი და ზოგადად უკიდურესად მრცხვენია იმ მობღლარძუნე პერიოდის. ეს ახლა კი არა, მანამდეც არაერთხელ მითქვამს არაერთი მათგანისთვის. ამის გამოც ბოდიშს ვიხდი", — დაწერა მან.
დაახლოებით ერთ საათში Facebook-ზე კეკელიძის ეს პოსტი გაქრა, თუმცა გთავაზობთ სქრინს:
მოგვიანებით მან ახალი პოსტი დაწერა, სადაც სიტყვა "ფლირტი" დარჩა, თუმცა "მომაბეზრებელი" — აღარ. კეკელიძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ "ძალადობრივი" არაფერი ჩაუდენია.
"ჩემს ცხოვრებაში წლების წინ (თუმცა წლებს მნიშვნელობა ნაკლებად აქვს), იყო სრულიად მიუღებელი დრო. სრულიად. ამას ვერ ვაცნობიერებდი მაშინ — ოდნავაც, მაგრამ დღეს გეტყვით პირდაპირ და უხეშად — გული მერევა იმ საკუთარ თავზე, იმ ფლირტებზე, რომელსაც შეეძლო ინტერპრეტაციის დაშვება ან გაუცნობიერებელი ზიანის მოტანა. ამას პირველ რიგში ვწერ მათთვის, ვისაც გიორგი კეკელიძე ღმერთივით კაცი ჰგონია და აქ ბევრია ასეთი. მეც ადამიანი ვარ, უამრავი შეცდომით. ძალიან ბევრით. რაც შეეხება უშუალოდ ქალებს, არაერთი მათგანისთვის წლების მერე ბოდიში მომიხდია, სწორედ ამ სიტყვით — "გულისრევა". ზოგისთვის თუ არ, ახლა ვუხდი ბოდიშს. თუმცა ძალადობრივი არაფერი ჩამიდენია. არასდროს. და ამას ვერ და არ დავიბრალებ", — წერს კეკელიძე.
მისი თქმით, მზადაა საქმიანობა შეაჩეროს ყველა სფეროში და შეხვდეს ყველა ორგანიზაციას, ვისაც სურვილი აქვს, "ფემინისტურს თუ სხვას", ვინც კომპეტენტურია, რათა მოუსმინოს, უპასუხოს და გადაწყვიტოს.
უხეშად თუ ვიტყვით, სწორედ "მომაბეზრებელ ფლირტს" ჰქვია სექსუალური შევიწროება. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სექსუალური შევიწროება არის არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ღირსების შელახვას და ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს. სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან/და მიმართვა, გენიტალიების ჩვენება, ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა. ხშირად ცდილობენ სექსუალური შევიწროებისა და ფლირტის გაიგივებას, რაც არასწორია, რადგან შევიწროებას ფლირტისგან განასხვავებს მისი არასასურველობა.
საქართველოს კანონმდებლობით სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ისჯება, ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.
იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევთ, რომ სექსუალურად შეგავიწროვეს სამსახურში, უნდა მიმართოთ სასამართლოს ან სახალხო დამცველს, ხოლო თუ ეს მოხდა საჯარო სივრცეში — პოლიციას.
- საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა ჯარიმდება 300 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში — 500 ლარით.
- შესაძლებელია გამასწორებელი სამუშაოებიც ერთ თვემდე ვადით.
- იგივე ქმედება არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით — გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით.
- ერთი წლის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში გამოიწვევს 800-დან 1 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.
-
"ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"? "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა


კომენტარები