დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალ შტამს იკვლევენ
Public Health Engand (PHE) იუწყება, რომ ბრიტანეთში COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტის შესწავლა მიმდინარეობს. ახალი ვირუსის ვარიანტს B.1.621 უწოდეს.
PHE-ის თანახმად, დღემდე B.1.621-ით გამოწვეული COVID-19-ის 16 შემთხვევაა დაფიქსირებული და ამ შემთხვევების უმეტესობა საზღვარგარეთ მოგზაურობასთანაა დაკავშირებული. ჯერ-ჯერობით, სააგენტოს ვირუსის გადაცემის მტკიცებულება არ გააჩნია, თუმცა B.1.621 "ვარიანტი გამოძიების ქვეშ" (Variant Under Investigation) კატეგორიას მიაკუთვნეს.
"ამ ეტაპზე, არ გვაქვს მტკიცებულება იმისა, რომ ახალი ვარიანტი რთულ დაავადებებს იწვევს, ან კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებს ნაკლებას ეფექტურს ხდის. PHE ლაბორატოლიურ ტესტირებებს ატარებს რათა ვირუსზე ახალი მუტაციების გავლენა გამოავლინონ," — განაცხადა სააგენტომ.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები