თიბისი კაპიტალის დახმარებით, EBRD-მა 157 500 000 ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა
ფოტო: TBC
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა — EBRD, თიბისი კაპიტალის დახმარებით, 157 000 000 ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ობლიგაციების ვადა 18 თვეა. ემისია სრულად თიბისი ბანკმა შეიძინა.
ეს თიბისი ბანკისთვის 100 მილიონ აშშ დოლარიანი არაუზრუნველყოფილი დაფინანსების მეორე ტრანშს წარმოადგენდა და ხელმისაწვდომი იყო როგორც აშშ დოლარში, ასევე ლარში. აღნიშნული პროექტი EBRD-ის მხარდაჭერის ნაწილია, საქართველოში COVID 19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად. მიღებული თანხა მოხმარდება მსესხებლების, ძირითადად კი მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებას, მდგრადი განვითარების პოლიტიკის შესაბამისად. პროექტი თიბისის ხელს შეუწყობს გააგრძელოს როგორც რეგიონული, ასევე ურბანული ბიზნესების დაფინანსება.
აღნიშნული ტრანზაქციით EBRD აგრძელებს საქართველოში საინვესტიციო საქმიანობას, ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერას და ასევე, ხელს უწყობს ქართული კაპიტალის ბაზრების განვითარებას.
"მოხარული ვარ, რომ ჩვენს გრძელვადიან პარტნიორთან, EBRD-თან, წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება. პანდემიის პირობებში, მულტივალუტაში დაფინანსების გაცემა, დაფინანსების უზრუნველყოფის გარეშე, ჩვენ შორის არსებული ნდობის დასტურია. ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ფინანსური სექტორისთვის, ვინაიდან ის არ არის დამოკიდებული უცხოურ ვალუტაში ხელმისაწვდომ დაფინანსებაზე და ჩვენს კლიენტებს გაცვლითი კურსის რისკებით გამოწვეული პირდაპირი ზემოქმედებისგან იცავს. მინდა მადლობა ვუთხრა თიბისი კაპიტალის გუნდს ობლიგაციების წარმატებით გამოსაშვებად გაწეული სამუშაოსთვის", — აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
"EBRD კვლავაც რჩება საქართველოს მნიშვნელოვან მხარდამჭერად COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში და აღნიშნული დაფინანსებაც იმ ინიციატივებიდან ერთ-ერთია, რომლებითაც ქვეყანას რთული ვითარების დაძლევაში ვეხმარებით. თიბისი ბანკი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია და ის EBRD-ის სახსრებით წარმატებით უჭერს მხარს იმ კომპანიებს, რომლებიც სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე, უპრეცედენტო ვითარებაში იმყოფებიან. ბიზნესისთვის ფინანსური დახმარების ადგილობრივ ვალუტაში აღმოჩენა, ადგილობრივი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", — აცხადებს კატარინა ბიორლინ ჰანსენი, EBRD-ის კავკასიის რეგიონული დირექტორი.
EBRD-ის საქართველოში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია, ფინანსური, კორპორატიული, ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკის სექტორების 263 პროექტში, 4.2 მილიარდ ევროზე მეტია. აღნიშნული ინვესტიციის 87% კერძო სექტორზე მოდის.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები