ფიზიკური პირები, რომლებიც Booking.com-ით ბინას გააქირავებენ, დღგ-ით დაიბეგრებიან
ფოტო: Shutterstock
მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივ ფიზიკურ პირებს, booking.com-ით ბინის გაქირავების შემთხვევაში, დღგ-ის გადახდა მოუწევთ — არამეწარმე ფიზიკურმა პირებმა დამატებით პლატფორმაზე განთავსებისთვის გაცემული საკომისიოს 18% უნდა გადაიხადონ.
ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შემოსავლების სამსახურმაც, სადაც უწყებამ განმარტა, რომ დამატებული ღირებულების გადასახადით (დღგ) იბეგრება არა ბინის ქირის მთლიანი მოცულობა, არამედ Booking.com-ის მიერ ფიზიკური პირებისთვის გაწეული მომსახურების საკომისიოს თანხა.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება გარკვეული მედია საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც რეგისტრაციის პორტალის - BOOKING.COM-ის მიერ მომსახურების ტარიფის გადახდის ახალ პირობებს შეეხება და განმარტავს, რომ უცხოელ დასაბეგრ პირს (ამ შემთხვევაში BOOKING.COM) დღგ-ით დაბეგვრის ვალდებულება წარმოეშობათ მხოლოდ იმ ციფრული მომსახურების მიწოდებაზე, რომელსაც გაუწევენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ არამეწარმე ფიზიკურ პირებს. თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ შემდეგი მაგალითი: თუ არამეწარმე ფიზიკური პირი BOOKING.COM-ზე განათავსებს ბინის გაქირავების შესახებ ინფორმაციას, უცხოელი დასაბეგრი პირი (აღნიშნულ შემთხვევაში BOOKING.COM) დღგ-ის თანხას გამოიანგარიშებს იმ თანხიდან, რომელსაც მომხმარებელი იხდის ვებგვერდის მომსახურების სარგებლობისათვის და არა ბინის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლიდან", — წერია განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზში საუბარია საგადასახდო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებზეც და აღნიშნულია, რომ ამ ცვლილებების მიზანი დღგ-ის კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოვებაა.
"აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების თანახმად, 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში, რომლის მიზანია საქართველოს დღგ-ის კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოვება.
აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და მულტინაციონალურ კორპორაციებს (BOOKING, GOOGLE, FACEBOOK, YOUTUBE, NETFLIX, SPOTIFY და ა.შ.) შორის მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია დღგ-ის საანგარიშო პერიოდის განსაზრვრისა და საქართველოს ბიუჯეტში ჩარიცხვის ვალდებულების ახალი გამარტივებული წესის შესახებ", — ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შექმნილია პორტალი — https://nr.rs.ge/, რომლის მეშვეობითაც აღნიშნული დასაბეგრ პირებს რეგისტრაციის გავლა და ანგარიშგების განხორციელება შეუძლიათ.
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები