ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და NTI Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
15 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უმსხვილესი ესპანური პროექტისა და მშენებლობის მენეჯმენტის კომპანია NTI Georgia-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მას ხელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა დიმიტრი ჯაფარიძემ და NTI Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ნოგალეს ტრიგეროს ივანმა მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში NTI Georgia მონაწილეობას მიიღებს არქიტექტურის, მშენებლობისა და სამოქალაქო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში. თანამშრომლობის მიზანია როგორც პროგრამების განვითარება, ასევე სტუდენტების კარიერული განვითარების ხელშეწყობა.
"დღეს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტსა და ესპანურ კომპანია NTI Georgia-ს შორის. კომპანია, უპირობო ლიდერი სამოქალაქო ინჟინერიის, არქიტექტურის სფეროში, ფართო მომსახურებას უწევს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორებს. მემორანდუმი და ეს ურთიერთობა ითვალისწინებს კომპანიის გამოცდილების გაზიარებას უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებთან, საკვალიფიკაციო ნაშრომებთან, პრაქტიკულ პროექტებთან მიმართებით. ჩვენ საშუალება გვექნება, ინდუსტრიის გამოცდილება, ბოლო ტენდენციები ავსახოთ უპირველესად ჩვენს სასწავლო კურიკულუმებში, მათ საკითხთა ნუსხაში, შინაარსში, ასევე ტექნოლოგიის სკოლის კვლევით საქმიანობაში. თვითონ უნივერსიტეტი, ჩვენი კურსდამთავრებულები ხელს შეუწყობენ კომპანიის წარმატებას, მის საქმიანობას უშუალოდ დასაქმების ბაზარზე ჩართვის თვალსაზრისით", – განაცხადა დიმიტრი ჯაფარიძემ, ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა.
ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
"ჩვენი სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტორის პროგრამებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად დამსაქმებლების, განსაკუთრებით კი ჩვენი ევროპელი კოლეგების ჩართულობა, რადგან, სამწუხაროდ, საქართველო ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა საინჟინრო სკოლის ნაწილია, ჩვენ მივდივართ ევროპისკენ და ამაში მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა. სასურველია, სტუდენტებმა მიიღონ თანამედროვე ევროპული საინჟინრო განათლება, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში კერძო სექტორის, დამსაქმებლების, განსაკუთრებით იმ კომპანიების მონაწილეობა, რომელთაც ევროპულ ბაზარზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ", – განაცხადა ვახტანგ ბალავაძემ, ილიაუნის პროფესორმა საინჟინრო მიმართულებით.
NTI Georgia მონაწილეობას მიიღებს უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა პროგრამულ თუ ექსტრაკურიკულარულ აქტივობაში, მის მიერვე ორგანიზებულ თემატურ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოიწვევს უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს.
NTI P&C აერთიანებს მაღალკვალიფიციურ კადრებს: სამოქალაქო და სამრეწველო, საზოგადოებრივი სამუშაოების ინჟინრებს, გარემოს დაცვის ექსპერტებს, განახლებადი ენერგიის მიმართულების სპეციალისტებს და სხვ.
კომპანიას დიდი გამოცდილება აქვს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში დასავლეთ ევროპაში, ლათინურ და ჩრდილოეთ ამერიკაში.
"ჩვენი კომპანია NTI, რომელიც ბარსელონაშია დაფუძნებული, მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: პროექტები მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულებით, განსაკუთრებით სამოქალაქო და ინდუსტრიული მშენებლობა. მემორანდუმის ფარგლებში ველით ორმხრივ სარგებელს. ვცდილობთ, საქართველოში დავამკვიდროთ ესპანური სტანდარტი", — განაცხადა ნოგალეს ტრიგეროს ივანმა, NTI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.
"ჩვენი მთავარი მიზანია სტუდენტებმა მიიღონ საერთაშორისო განათლება, გაეცნონ საერთაშორისო სტანდარტებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაიწყო მშენებლობები, ვითარდება ინფრასტრუქტურა, ევროპას ვერ შევედრებით თუნდაც მასშტაბებით. შესაბამისად, გვჭირდება ახალი თაობა, რომ ეს ყველაფერი ისწავლოს, გაეცნოს ამ გამოცდილებას და ისევ და ისევ ქვეყნის განვითარებისთვის გამოიყენოს", — განაცხადა დავით ზაქარიაძემ, NTI Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები