მანქანა, რომელიც გადაადგილებისას დაბინძურების ნაცვლად ჰაერს წმენდს — Airo
ბრიტანელმა დიზაინერმა — ტომას ჰეათვერვიკმა შექმნა ახალი მოდელის ელექტრო მანქანა, რომელიც, მისი მტკიცებით, ჰაერის გაწმენდას უწყობს ხელს. ავტომობილს წინა მხარეს აქვს დაყენებული ჰაერის ფილტრი, რომელსაც შემქმნელების თქმით, შეუძლია შეაგროვოს ჩოგბურთის ბურთის მოცულობის დამაბინძურებელი ნაწილაკები წელიწადში.
"ეს შეიძლება არც ისე მნიშვნელოვან რაოდენობად ჟღერდეს, მაგრამ იფიქრეთ ჩოგბურთის ბურთზე, რომელიც თქვენს ფილტვებშია",— უთხრა ტომას ჰეათვერვიკმა BBC-ს.
ახალ მანქანას სახელად Airo დაარქვეს და მის გამოშვებას ჩინეთში, 2023 წლისთვის გეგმავენ.
მანქანის ინტერიერი საცხოვრებელ ოთახს ჰგავს, ოთხი რეგულირებადი სავარძლითა და შუაში მაგიდით. ასევე, საჭე შეიძლება დაიმალოს მანქანის პანელში, რა დროსაც მანქანაში უფრო მეტი სივრცე ჩნდება.
მიუხედავად იმისა, რომ მანქანის შემქმნელს სჯერა, რომ შემაცირებს გარემოს დაბინძურებას, სხვები გაცილებით სკეპტიკურად არიან განწყობილნი.
"მე ვერ ვხვდები, როგორ შეუძლია ამ მანქანას რაიმე წვლილი შეიტანოს მრავალი პრობლემის მოგვარებაში", — განაცხადა პიტერ უილსმა, ბიზნესისა და მდგრადი განვითარების პროფესორმა.
ეს, ზოგის აზრით, ნამდვილად სამართლიანი კრიტიკაა, მაშინ, როდესაც ვითვალისწინებთ, თუ რა დაბალია ასეთი მანქანების წარმოების რიცხვი. თუმცა, ეს იდეა მაინც რჩება ინოვაციურად და შედეგიანად, რის გამოც ჰეათვერვიკი ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი.
კომენტარები