მეცნიერები ადამიანის თვალის მსგავსი კამერების შექმნას გეგმავენ
რევოლუციური კამერები დაბალ ლატენტურობას შემოგვთავაზებენ და სამუშაოდ მცირე ენერგია დასჭირდებათ.
სანამ თქვენი ტელეფონის კამერის დაბალ ხარისხზე ღელავდით, თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტომ (DARPA) გვაცნობა, რომ ისეთი კამერების განვითარებაზე იმუშავებენ, რომლებიც გამოსახულებას ადამიანის ტვინის მსგავსად ამუშავებს. პროგრამის მიზანი ისეთი სამხედრო პროგრამების გაუმჯობესებაა, როგორიც ავტონომიური მანქანები, რობოტექნიკა და სამძებრო-სამეთვალყურეო სამუშაოებია.
ფოტოკამერათა ტექნოლოგიამ წლების განმავლობაში ძალიან დიდი განვითარება განიცადა. ჩვენ არა მხოლოდ შორს მდებარე პლანეტებზე სურათების გადაღება, არამედ თანდათან შემცირებადი ზომის კამერებში მეტი ოპტიკური გამოსახულების მიმღები ძალის ჩადებაც მოვახერხეთ.
"გვსურს, რომ ადამიანის თვალს გავუსწროთ. ჩვენ მიერ გამოყენებული კამერები მეტ მონაცემებს ამუშავებს, მეტ ენერგიას შთანქავს, მაგრამ ვერ უმკლავდება ობიექტთა ასახვას, თუ ფონი იცვლება ან იტვირთება. ადამიანებს ეს კარგად გამოსდით, რადგან ტვინს ეს პროცესი დახვეწილი აქვს სიგნალების გადამუშავების ხერხით მხოლოდ მაშინ, როცა რაღაც იცვლება. DARPA განიზრახავს, რომ ეს პროცესი მისი მოვლენებზე დაფუძნებული სწრაფი ნეირომორფული კამერისა და ელექტროაპარატურის(FENCE) პროგრამის გამოყენებით კომპიუტერულად გაიმეოროს", — ამბობენ DARPA-ში.
პროგრამას ნეირომორფული — ტვინის მსგავსი — კამერების შექმნა სურს, რომლიც მოვლენებს მხოლოდ შეცვლილი პიქსელების შესახებ ინფორმაციის გადაცემით დააფიქსირებს. ეს კამერების მიერ გადასამუშავებელ მონაცემთა რაოდენობას რადიკალურად შეამცირებს.
"ჩვენს მიზანს "ჭკვიანი" სენსორის შექმნა წარმოადგენს, რომელიც გონივრულად შეამცირებს კამერიდან გადაცემული ინფორმაციის ოდენობას და განსახილველ მონაცემთა რაოდენობასაც მხოლოდ შესაბამის პიქსელებამდე დაიყვანს", — განაცხადა დოქტორმა უიტნი მეისონმა, FENCE-ის პროგრამის მენეჯერმა.
ამის მისაღწევად, პროგრამა მოვლენებზე დაფუძნებულ ინფრაწითელ (IR) ფოკალური სიბრტყის წყობას (FPA) შეიმუშავებს, რომელიც სიგნალებს დააფიქსირებს და გადასცემს. საჭირო იქნება ციფრული სიგნალების დამუშავებისა და სასწავლო ალგორითმების ახალი კლასი, რათა შემსუბუქდეს გონივრულ სენსორთა სამუშაოები, რომელთაც მოძრავ სცენებთან გამკლავება შეუძლია.
DARPA იუწყება, რომ მკვლევართა გუნდი შემდეგი კომპანიებიდან იქნება დაკომპლექტებული: Raytheon, BAE Systems და Northrop Grumman.
კომენტარები