რიგი გასტროდუქანში 27 ივნისის ჩათვლით იმერული კერძების კვირეულია
რიგი — ძველთბილისური ხასიათისა და გემოს შთაგონებით შექმნილი ბრედი, რომელიც თანამედროვე ყოფაში ორგანულად გაცოცხლდა და ყოველდღიური კვების გასტრონომიულ დუქნად მოევლინა ქალაქს, უკვე იქცა ბევრისთვის გემრიელად მოლხენის ადგილად.
გასტროდუქანი ხშირად გვანებივრებს სხვადასხვა მადისაღმძვრელი შეთავაზებით და ახლაც, მთელი კვირის მანძილზე იმერული კერძებით გამასპინძლებას გვპირდება.
იმერულ კვირეულში რიგის შემოთავაზებები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც თავად იმერული სამზარეულო. გნებავთ, თვითონ შეფის მიერ, 5 სტუმრისთვის შექმნილ მენიუს გაუგებთ გემოს, გნებავთ, იმერული კერძების ჩამონათვალიდან აარჩევთ სასურველს. უკვე არსებული, ტრადიციული მენიუდან ამორჩევაც შეგეძლებათ, თუ არ გსურთ, მხოლოდ იმერულ სუფრას დასჯერდეთ.
ფოტო: რიგი გასტროდუქანი
ფოტო: რიგი გასტროდუქანი
ამბაკოო, იმერული კვირეული იმართება, #რიგში მოსვლის დროა! არ მოგესმა, იმერლებისგულის გასახარებელი ამბავი მაქვს, მაგრამ მარტო იმერლების რათა?! - ასე ეხმიანება სოც. ქსელებში ბრენდი დაგეგმილ კვირეულს.
ფოტო: რიგი გასტროდუქანი
ფოტო: რიგი გასტროდუქანი
ფოტო: რიგი გასტროდუქანი
სანამ სამზარეულოში, იმერული ფუსფუსია, ეკრანისკენ გააპარეთ ცალი თვალი იმერულ ესკიზებზე სახითხითოდ.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ რიგი გასტროდუქანის ფეისბუქგვერდს
კომენტარები