Traveling Den-ი თიბისის მხარდაჭერით ბიზნესის გაფართოებას გეგმავს
ფოტო: თიბისი
საქართველოში ბოლო ათწლეულში ტურისტული ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. უამრავი მცირე თუ მსხვილი კომპანიაა ჩართული შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებაში, თუმცა ეს ყველაფერი, ძირითადად, სტანდარტულ მომსახურებასა და უკვე არაერთგზის ნაცად იდეებს ეფუძნება.
ნამდვილი ინოვაციები ამ სფეროში იშვიათობაა, რადგან დიდ ფინანსებსა და არანაკლებ გამბედაობას მოითხოვს. კომპანია Traveling Den-ის დაფუძნებლებს, ანა სვანიძეს და ინა მარგველაშვილს საქმიანობის დასაწყისში საკმარისად მხოლოდ ეს უკანასკნელი ჰქონდათ. მართლაც დიდ გამბედაობას მოითხოვდა შეზღუდული სახსრებით იდეის განხორციელება, რომელიც საქართველოსთვის სრულიად ახალი იყო. ევროპულ ქვეყნებში საგანგებოდ აღჭურვილი ფურგონის ტიპის ავტომობილით მოგზაურობა ძალზე პოპულარულია, მაგრამ საქართველოში მსგავსი გამოცდილება არ არსებობს. სწორედ ამის გამოსწორება და უცხოელი თუ ადგილობრივი მოგზაურებისთვის შესაბამისი სერვისის შეთავაზებაა Traveling Den-ის მიზანი.
ანა სვანიძის განცხადებით, კომპანიის შექმნაზე სერიოზულად მას შემდეგ დაფიქრდა, რაც ბიზნესპარტნიორთან ერთად რეგიონებში მოგზაურობისას დასარჩენი ადგილის პრობლემას გამუდმებით აწყდებოდა.
"მივხვდით, რომ ამ მიმართულებით ცოტა გასაქანია და გადავწყვიტეთ, მოგზაურობისას სასურველ ადგილზე დარჩენის პრობლემა აღმოგვეფხვრა. ერთ ზაფხულს ჩვენი მისაბმელი ფურგონით, ე.წ. ქარავანით, ვიყავით აჭარაში. ვიქირავეთ ადგილი და გავმართეთ კემპსაიტი. თავადაც ვისვენებდით და სხვებსაც ვთავაზობდით ამ სერვისს", — ამბობს სვანიძე.
მან მოგვიანებით, Traveling Den-მა მინი-ვენი შეიძინა და მის შესაბამისად აღჭურვას შეუდგა.
"კეთების პროცესი რთული იყო, რადგან მხოლოდ ორნი ვიყავით, ტექნიკურად კი ერთმა ადამიანმა გაგვიმართა ყველაფერი. მსგავსი არასტანდარტული პროექტისთვის ხელოსნის მონახვა არც ისე იოლი აღმოჩნდა. ამას პანდემიაც დაემატა და საქმეც ერთი-ორად გართულდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც შევძელით იმის მიღება, რაც გვუსრდა, თუმცა არსებული გარემოებებიდან და შეზღუდული რესურსიდან გამომდინარე მოგვიწია პატარა მოდიფიკაციების გაკეთება", — ამბობს ის.
ფურგონი სრულად გამოშიგნეს, საგანგებოდ დაათბუნეს, მზის პანელები დაამონტაჟეს, ბიო-ტუალეტით აღჭურვეს და მანქანა საცხოვრებლად კომფორტული გახადეს. ასეთ მანქანაში შხაპის მიღება და სამზარეულოთი სარგებლობა დაუბრკოლებლად შეგიძლიათ. ტექნიკურად ყველაფერი ბოლომდეა გამართული. მიზანიც ეს იყო — მაქსიმალური კომფორტი შეზღუდულ სივრცეში.
Traveling Den-ისთვის მოგზაურების მსგავსი სერვისით უზრუნველყოფა ორ იდეას უკავშირდება — ნელი მოგზაურობისა და ბუნებრივი რესურების აზრიანად ხარჯვის. დამფუძნებლებისთვის ორივე მათგანი მნიშვნელოვანია.
"მინი-ვენით მოგზაურობისას წინასწარ განსაზღვრულ გეოგრაფიულ პუნქტში ნავარაუდევ დროში ჩასვლის სტრესი მოხსნილია. ადგილს თავად ირჩევ, ხშირად სპონტანურადაც. მსგავს რიტმში მოგზაურობა ძალიან განსხვავდება სასტუმროში გაჩერებისაგან. ფაქტობრივად ახლიდან სწავლობ ერთი შეხედვით კარგად ნაცნობ ქვეყანას. ჩერდები იქ, სადაც ადრე აზრადაც არ მოგივიდოდა. გარდა ამისა, გაზი, წყალი, ენერგია შეზღუდული რაოდენობით გაქვს და მის აზრიანად ხარჯვასაც სწავლობ. ესეც ძალზე მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, ბუნებასთან და საკუთარ თავთან ხანგრძლივად პირისპირ დარჩენის ძვირფას გამოცდილებას იძენ", — ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
მსგავსი ტიპის მოგზაურობა პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით მომხიბლავია, რადგან, სურვილისამებრ, სრული ან ნაწილობრივი იზოლაციის საშუალებას იძლევა, თანაც გადაადგილების შეზღუდვის გარეშე. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, ევროპისა და აშშ საგან განსხვავებით, მსგავსი მინი-ვენებით მოგზაურობის რეგულაციები ჯერჯერობით არ არსებობს და ადამიანებს შეუძლიათ ნებისმიერ ადგილას გაჩერდნენ ღამის გასათევად. ჯერჯერობით Traveling Den-ის მომსახურებით, ძირითადად, უცხოელები სარგებლობენ.
თრეველინგ-დენის თიბისისთან ურთიერთობა ავტომობილის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვის ეტაპზე დაიწყო და თიბისის მხარდაჭერა კომპანიას სამომავლო გეგმებშიც დასჭირდება.
"სამომავლოდ დიდი სურვილი გვაქვს კემპსაიტების მოწყობის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამართვის რეგიონებში, რაც გულისხმობს როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის განტვირთვისთვის აუცილებელი სივრცეების შექმნას. პირველ ეტაპზე კი გვინდა, გავმართოთ კიდევ ერთი მანქანა, რაზე მუშაობაც უკვე დაწყებული გვაქვს. ხსნებული იდეების განხორციელება კი რა თქმა უნდა რთული იქნება საიმედო პარტნიორების გარეშე. ეს ყველაფერი, ცხადია, თიბისისთან, უკვე გამოცდილ და საიმედო პარტნიორთან ერთად წარმოგვიდგენია", — ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
-
რეკორდულ ფასად გაყიდული T-rex-ის ნამარხები — რატომ არის ეს პრობლემა მეცნიერებისთვის რეკორდულ ფასად გაყიდული T-rex-ის ნამარხები — რატომ არის ეს პრობლემა მეცნიერებისთვის
გადახედვა
-
შეიძლება თუ არა, დრო "უკან წავიდეს"? — ახალი კვლევა კვანტურ სამყაროში უჩვეულო ეფექტს აღწერს შეიძლება თუ არა, დრო "უკან წავიდეს"? — ახალი კვლევა კვანტურ სამყაროში უჩვეულო ეფექტს აღწერს
გადახედვა
-
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები — დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები — დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
-
"რიყის დოქების" დემონტაჟზე მერიამ ნებართვა გასცა "რიყის დოქების" დემონტაჟზე მერიამ ნებართვა გასცა
გადახედვა
-
მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი — ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი — ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი — საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს მცირე ბიზნესის ჯაჭვი — საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
-
წყალდიდობის გამო ჩინეთის ფერმიდან 900-ზე მეტი გველი გაიქცა — ნახეთ ვიდეო წყალდიდობის გამო ჩინეთის ფერმიდან 900-ზე მეტი გველი გაიქცა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "თელავში ღვარცოფის დამცავი ნაგებობები 4 წლის წინ გაიწმინდა, ყველაფერი იყო მწყობრში" შალვა პაპუაშვილი: "თელავში ღვარცოფის დამცავი ნაგებობები 4 წლის წინ გაიწმინდა, ყველაფერი იყო მწყობრში"
გადახედვა
-
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
-
"ვერ გავჩუმდებით, როდესაც ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი უგულებელყოფილია" — მაკა ბოჭორიშვილი კაია კალასის განცხადებაზე "ვერ გავჩუმდებით, როდესაც ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი უგულებელყოფილია" — მაკა ბოჭორიშვილი კაია კალასის განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს
-
რატომ ჭრის ზოგიერთი ფეხბურთელი წინდებსა და ბუცებს? რატომ ჭრის ზოგიერთი ფეხბურთელი წინდებსა და ბუცებს?
გადახედვა
-
რატომ ასაქმებენ AI ლაბორატორიები სულ უფრო მეტ ფილოსოფოსს? რატომ ასაქმებენ AI ლაბორატორიები სულ უფრო მეტ ფილოსოფოსს?
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიებს ეუთოს მისიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიებს ეუთოს მისიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
რატომ უნდა შეიძინოთ მატარებლის ბილეთები ონლაინ biletebi.ge-ზე? რატომ უნდა შეიძინოთ მატარებლის ბილეთები ონლაინ biletebi.ge-ზე?
-
როგორ გადაარჩინა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცი თანამესაკნეებისთვის ჰარი პოტერის მოყოლამ როგორ გადაარჩინა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცი თანამესაკნეებისთვის ჰარი პოტერის მოყოლამ
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი AI ჩატბოტების ტექნოლოგიაზე? ტესტი: რა იცი AI ჩატბოტების ტექნოლოგიაზე?
-
როგორი მაცივარი გჭირდებათ? დიდი არჩევანი მეგატექნიკაში, მაცივრის ტიპისა და ფასის მიხედვით როგორი მაცივარი გჭირდებათ? დიდი არჩევანი მეგატექნიკაში, მაცივრის ტიპისა და ფასის მიხედვით
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 14-16 ივლისს? როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 14-16 ივლისს?
გადახედვა
-
"ნამდვილად არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა" — ირაკლი კობახიძე თელავის სტიქიაზე "ნამდვილად არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა" — ირაკლი კობახიძე თელავის სტიქიაზე
გადახედვა
კომენტარები