ამიერიდან, ქართულ აპლიკაცია Phubber-ში გადახდებს ქართული სტარტაპი Payze უზრუნველყოფს
ქართული აპლიკაცია Phubber ახლდება და როგორც მისი თანადამფუძნებლის ფეისბუქ პოსტიდან ირკვევა, ამიერიდან ის გადახდების კუთხით ქართულ სტარტაპ Payze-სთან ითანამშრომლებს.
Payze ონლაინ გადახდების მიმართულებით მომუშავე სტარტაპია, რომელიც აქსელერაციის პროგრამა 500 Georgia-ს მეორე ნაკადის ერთ-ერთი გამარჯვებულია. მასზე ადრეც მოგიყევით. Payze-ის თანადამფუძნებელი, გეგა წურწუმია კი Phubber-თან თანამშრომლობას ასე აფასებს:
"მაგარია, როცა ასეთი სინერგიები ხდება ჩვენს პატარა მაგრამ მჭიდრო ტექ ეკოსიტემაში! ფაბერის უმაგრესი გუნდი ამხელა წარმატებით და თავისი ასობით ათასი კლიენტით რომ ანდობს თავის ონლაინ გადახდებს მეგობარ სტარტაპს ძალიან დასაფასებელია", — წერს ფეისბუქზე გეგა წურწუმია.
ის, რომ ქართული ტექნოლოგიური ინდუსტრიის შიგნით, ქართული სტარტაპები ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობას იწყებენ, ნამდვილად პოზიტიური მოვლენაა და ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივაზეც მეტყველებს. ეს ერთგვარი ნიშანია იმისა, რომ საქართველოში იქმნება საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქტები, რომელთა მომხმარებლებიც ადგილობრივ ბაზარზეც შეგვიძლია ვიპოვოთ.
ასევე იხილეთ:
კომენტარები