კობახიძის თქმით, თებერვალში ენმ-ს "ხელისუფლების აყირავება" სურდა, ეს გახარიას არ უთხრეს, რადგან მასზე ეჭვი ჰქონდათ
ფოტო: ქართული ოცნება
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების წინ ოპოზიციურ პარტიას ალტერნატიული მთავრობის შექმნა ჰქონდა დაგეგმილი და მათ ეს ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერს არ გაუმხილეს, რადგან მასზე ეჭვები გაუჩნდათ. კობახიძე პირდაპირ არ ამბობს, რომ გახარია პრემიერობისას ენმ-სთან კავშირში იყო, თუმცა მიანიშნებს, რომ მელიას დაკავების 2-3 დღით გადადებაზე მისი მოთხოვნა ემთხვეოდა ენმ-ს გეგმას 2-3 დღეში ალტერნატიული მთავრობის შექმნაზე. რუსთავი 2-ის ჟურნალისტის დამაზუსტებელ ფრაზას იმის შესახებ, რომ კობახიძე გახარიას მძიმე ბრალდებას უყენებს, ის პასუხობს, რომ "ასე გამოდის".
რას ჰყვება კობახიძე ენმ-ს სავარაუდო გეგმასა და გახარიაზე
კობახიძემ განაცხადა, რომ დეტალებში გაშლიდა პროცესებს და მოჰყვებოდა ამბებს, რომელიც აქამდე არავის უთქვამს. მისი თქმით, ყველაფერი მელიას "მკვეთრი განცხადებით" დაიწყო, როცა "გამოიწვია ხელისუფლება" და თქვა, რომ გირაოს თანხას არ გადაიხდიდა და ვერ დაიჭერდნენ.
მისი განცხადებით, საწყის ეტაპზე როცა უმრავლესობის სხდომაზე გახარია მიიწვიეს, ის ყველაზე აქტიურად გამოხატავდა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის სურვილს, მაშინ, როცა რამდენიმე დეპუტატი ამის წინააღმდეგი იყო. კობახიძე ამბობს, რომ დეპუტატები ყოყმანობდნენ, რადგან იმუნიტეტის პირველი მოხსნისას მელიას ბრალის დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულებები არ აღმოჩნდა და ახლა სჭირდებოდათ გარანტია იმისა, რომ კანონი აღსრულდებოდა. მისივე თქმით, 13 თებერვალს გახარიასგან დეპუტატებმა მიიღეს პირობა, რომ თუ იმუნიტეტს მოუხსნიდნენ, სტანდარტული პრაქტიკის შესაბამისად, კანონი აღსრულდებოდა და თუ სასამართლო მელიას პატიმრობას შეუფარდებდა, დააპატიმრებდნენ.
კობახიძე ამტკიცებს, რომ 17 თებერვლის 5 საათამდე გახარიას ეს პოზიცია ჰქონდა. მისი თქმით, ამ დროისთვის მან "ვიწრო წრეში" შეხვედრა მოითხოვა და თქვა, რომ მელია მყისიერად არ უნდა დაეპატიმრებინათ. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ შეხვედრას კალაძე, გომელაური, ღარიბაშვილი და პოლიტსაბჭოს რამდენიმე წევრი ესწრებოდნენ.
მისი თქმით, გახარია ითხოვდა, რომ არ მომხდარიყო მყისიერად აღსრულება, რადგან აქტივისტების ყველაზე მეტი კონცენტრაცია ენმ-ს ოფისში იქნებოდა მეორე დილით, რასაც სხვები არ ეთანხმებოდნენ და მიაჩნდათ, რომ კონცენტრაცია კი არ შემცრიდებოდა, არამედ გაიზრდებოდა. გახარიას ამ არგუმენტს კობახიძე არ იზიარებს და ფიქრობს, რომ ექსპრემიერი თავის პოზიციას ვერ ხსნიდა.
კობახიძე ამბობს იმასაც, რომ ამ მოვლენების პარალელურად, მათ კიევიდან და ენმ-ს ოფისიდან ჰქონდათ ინფორმაცია იმაზე, რომ ოპოზიციური პარტია მმართველი გუნდის არალეგიტიმურად გამოცხადებას და ალტერნატიული მთავრობის შექმნას გეგმავდა, რაც ქვეყნის პრემიერმინისტრს გახარიას არ გაუმხილეს.
"ახლა რა ინფორმაცია გვქონდა ჩვენ პარალელურად კიევიდან ძირითადად და ნაცმოძრაობის თბილისის ოფისიდან — გვქონდა ჩვენ ინფორმაცია ნაცმოძრაობის გეგმის თაობაზე და ისინი ლაპარაკობდნენ, რომ ორი დღე სჭირდებოდათ იმისთვის, რომ ეს გეგმა სისრულეში ყოფილიყო მოყვანილი. გეგმა იყო შემდეგი: იწყებდნენ ისინი, მას მერე რაც სასამართლო შეუფარდებდა პატიმრობას და ხელისუფლება "ვერ დააკავებდა მელიას", იწყებდა საუბარს ენმ იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებას ჰქონდა არალეგიტიმურობის შეგრძნება. მაშინ იყო სხვა ვითარება, ოპოზიცია არ იყო შემოსული პარლამენტში, იყო გართულებული ვითარება და მელიას არ დაკავებას ნაცმოძრაობა დააბრალებდა ჩვენს სუსტ ლეგიტიმაციას, ეს იყო მათი მესიჯბოქსი, რაც ქონდათ მათ გაწერილი.
ამაზე მითითებით, სააკაშვილმა, თუ გახსოვთ თქვენ, თუ არ ვცდები 17 თებერვალს გააკეთა განცხადება, ალტერნატიულ მთავრობასთან დაკავშირებით. ეს იყო წვეთი რომელიც შემოიტანა მან პოლიტიკურ დისკუსიაში.
18 თებერვალს უკვე, ვერდაკავების საბაბით, ისინი აცხადებდნენ ე.წ ალტერნატიულ მთავრობას, თავისი ე.წ ძალოვანი მინისტრებით, ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვქონდა კიევიდან. ჰქონდათ მათ გამზადებული სცენარი, მათ ჰყავდათ ადამიანები, შინაგან საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, რომლებიც აკეთებდნენ განცხადებას ალტერნატიულ მთავრობის და ძალოვანი სტრუქტურის დაქვემდებარებაში გადასვლის თაობაზე.
ანუ რამდენიმე ათეული, თუ ორი ათეული ადამიანით ხდებოდა ამის იმიტაცია და მედიით ხდებოდა ამის გაშუქება. მე არ ვიცი ეს იცოდა თუ არა გახარიამ, მაგრამ დასკვნები შეგიძლიათ თქვენ გამოიტანეთ", — განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალსიტის კითხვაზე, საიდან იყო ეს ცნობილი კობახიძისთვის, თუ არ იცოდა პრემიერმა, ის პასუხობს:
"ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩვენი კოლეგებისგან და მას აღარ გავანდეთ ეს ინფორმაცია გამომდინარე იქედან, რომ უკვე ეჭვი გაჩნდა. დამთხვევა, წარმოიდგინეთ თქვენ, რა ხდება ამ დროს მმართველი პარტიის ოფისში.
როგორც კი დამთხვევა დავაფიქსირეთ, მაშინვე ბუნებრივია გაჩნდა ეჭვი და შესაბამისად, მას აღარ გავანდეთ მას ეს ინფორმაცია. ჯერ კიდევ პრემიერი იყო 17 თებერვალს. ეჭვი გაჩნდა, თანხვედრა როცა არის ასეთ დროს, ბუნებრივია, ეს ბუნებრივად აჩენს ეჭვებს, ეჭვებს რაღაცეებთან დაკავშირებით.
იქიდან ამბობენ, რომ რომ 2-3 დღე გვჭირდება და ავაყირავებთ და აქ ითხოვს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გაუგებარი მოტივით 2-3 დღით ოპერაციის გადადებას".
კობახიძის მტკიცებით, მათ წყაროებს არ მიუწოდებიათ იმ ძალოვანების პირადი ინფორმაცია, ვინც ამ პროცესებში აპირებდა ჩართვას, თუმცა იცოდნენ, რომ ეს დაახლოებით 18-19 თებერვალს უნდა მომხდარიყო და 19-ში სააკაშვილი სარფიდან საქართველოში შემოვიდოდა.
"ახლა რაც შეეხება სარფში შემოსვლას, ე.წ უკრაინული სცენარი, რაც ჰქონდა თავის დროზე გათამაშებული სააკაშვილს — ხვდებიან აქტივისტები და შემოდის. ჩვენ იმას არ ვამტკიცებთ რომ ამას შეძლებდნენ და ააყირავებდნენ ხელისუფლებას, ჩვენ რა თქმა უნდა გვექნებოდა რეაგირება, მაგრამ დამეთანხმებით ამ ყველაფერს თუ ავიღებთ ერთად, ბუნებრივია ეს რთულ მდგომარეობაში ჩააყენებდა მმართველ პარტიას, მით უმეტეს იმ ფონზე, თუ სააკაშვილის ამ მცდელობასთან და შემოსვლასთან ერთად პრემიერი დამატებით გადადგებოდა", — აცხადებს ის.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ რეპლიკაზე, რომ მოქმედ პრემიერში შეიტანეს ეჭვი და დღეს აცხადებენ, რომ პრემიერ გახარიას ჰქონდა კონტაქტი და რაღაც კავშირი ამ სცენართან, კობახიძე პასუხობს:
"კონტაქტი ვისთან და როგორ მე არ ვიცი, მაგრამ ამ სცენარსა და გახარიას უარგუმენტო მოთხოვნას შორის პირდაპირი კავშირი არის".
მისი მტკიცებით, გახარიას მოთხოვნა უარგუმენტი იყო, რადგან მათ არ სჯეროდათ, რომ რამდენიმე დღეში ენმ-ს ოფისში ხალხის რაოდენობა შემცირდებოდა და ასეც მოხდა.
კობახიძე ამბობს, რომ რაღაც პერიოდით თავს იკავებდნენ ამაზე საუბრისას, მაგრამ რადგან მოხდა გახარიას აქტუალიზება და ის ავრცელებს ინფორმაციას, "თითქოს ქართული ოცნება 2 არის", სურთ საზოგადოების ინფორმირება. მისი თქმით, "სხვის ბუდეში კვერცხის დადება" არასწორია და მათ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებას ამაზე ახლა უამბონ.
ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ როცა საქმე ეხება ნინოწმინდის პანსიონს კობახიძეს საუბრისა გასაგრძელებლად უტყუარი ფაქტები სჭირდება, მაგრამ გახარიაზე საუბრისას არა, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ 2 განსხვავებული რამეა.
"ერთ შემთხვევაში თუ უნდა დადგეს ადამიანის სამართლებრივი პასუხისმგებლობა , იქ გვჭირდება მტკიცებულებები ეს არის კონსტიტუციური სტანდარტი, ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკურ პასუხისმგელობაზე, სადაც არ გვჭირდება მტკიცებულებების ის სტანდარტი, რაც სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემთხვევაში", — განაცხადა მან.
კობახიძე მიუთითებს ჟურნალისტს, რომ ჰკითხონ, გახარიას, რატომ ითხოვდა 2-3 დღით გადადებას და ასევე გაარკვიონ, სად იმყოფებოდა ამ დროს სააკაშვილი. მისი თქმით, ეს იცის, მაგრამ არ იტყვის და "ინტრიგას დატოვებს".
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
კომენტარები