მაკდონალდსმა McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში შემოწირულობა "უსინათლოთა ხმას" გადასცა
ფოტო: მაკდონალდსი
მაკდონალდსი ყოველწლიურად მთელი საქართველოს მასშტაბით რესტორნებში საქველმოქმედო კამპანიას, McHappy Day-ს მართავს. კამპანიამ, რომელიც წელს 15 აპრილიდან 1-ელ ივნისამდე გრძელდებოდა, მაკდონალდსი და მომხმარებლები საერთო მიზნით დააკავშირა ერთმანეთს — ეს მიზანი უსინათლო და მცირედმხედველი ბავშვების დახმარება და მათი სრულფასოვანი განათლების ხელშეწყობაა.
McHappy Day საქველმოქმედო კამპანია მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს ბავშვებს, რომლებსაც სჭირდებათ სოციალური პირობების გაუმჯობესება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევა თუ საზოგადოებასთან ინტეგრაცია. რაც მთავარია, მაკდონალდსისთვის მთავარ პრიორიტეტებს შორისაა განათლების ხელშეწყობა და განსაკუთრებული საჭიროებების ბავშვების მაქსიმალურად მხარდაჭერა, სწორედ ამიტომ, კომპანიამ McHappy Day-ის ფარგლებში მცირემხედველი და უსინათლო ბავშვების სწავლის პირობების გაუმჯობესებისა და ცხოვრების გამარტივებისთვის 20 000 ლარი წელს ორგანიზაცია "უსინათლოთა ხმას" გადასცა. ღონისძიება 1 ივნისს, მაკდონალდსის რესტორანში, საზეიმო ვითარებაში გაიმართა.
მაკდონალდსის მიერ გამოყოფილი თანხით ბავშვებისთვის იგეგმება ხმოვანი წამკითხველების, გამადიდებელი ეკრანების, მექანიკური ბრაილერის, ხელჯოხებისა და სხვა სახის სასწავლო და საყოფაცხოვრებო ინვენტარის შეძენა, რაც მათი სწავლის პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი მაკდონალდსისა და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრ "აფხაზეთის" (CHCA) მჭიდრო თანამშრომლობით სრულდება.
ინვენტარს ბათუმის, თბილისის, ქობულეთის, ხულოს, ასევე სოფლების — ქედქედის, ახალშენისა და ოჩხამურის ინკლუზიური პროფილის სკოლების მოსწავლეები სწავლისა და ყოველდღიური საქმეებისთვის გამოიყენებენ.
"მაკდონალდსისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების განათლების ხელშეწყობა. სწორედ ამიტომ, McHappy Day-ის ფარგლებში, გადავწყვიტეთ, თანხა გადაგვეცა ორგანიზაცია "უსინათლოთა ხმისთვის", რათა დავეხმაროთ ბავშვებს განვითარებაში, განათლებასა და წინსვლაში; ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათთვის უკეთესი მომავლის შექმნაში", — აცხადებს ალექსანდრე შენგელია, მაკდონალდს საქართველოს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ორგანიზაცია 'უსინათლოთა ხმა" ბათუმში დაფუძნდა და ნელ-ნელა მთელი საქართველოს მასშტაბით ფართოვდება.
"ორგანიზაციის შექმნის მიზანია, თანამედროვე მეთოდებით ხელი შევუწყოთ უსინათლოებსა და მცირედმხედველებს, ვიმუშაოთ მათი უფლებების განმტკიცებისთვის. ჩვენ გვსურს, უსინათლოთა ხმა ფართო საზოგადოებამდე მივიტანოთ", — აცხადებს ალექსანდრე წეველიძე, ორგანიზაციის დამფუძნებელი.
ალექსანდრე წეველიძე ამბობს, რომ მაკდონალდსის მხარდაჭერა ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მცირედმხედველმა და უსინათლო მოსწავლეებმა სრულფასოვანი განათლება მიიღონ.
"ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მუშაობენ ასეთი მიმართულებით, ნებისმიერი სახის მხარდაჭერა, თითოეული გადმოცემული თეთრი ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვენ უსინათლო და მცირედმხედველი ბენეფიციარები გვყავს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებს სათანადო ყურადღება მიექცეთ, მათთვის შესაფერისი პირობები შეიქმნას. ჩვენ არ ვიღებთ დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამიტომ ასეთი დახმარების გარეშე გაგვიჭირდებოდა მუშაობა. ასე რომ, როდესაც მაკდონალდსი დაგვიკავშირდა ამ საკითხზე, ძალიან სასიხარულო იყო ჩვენთვის. ეს ძალიან კარგი ნაბიჯია", — დასძენს ალექსანდრე წეველიძე.
მაკდონალდსისთვის საქველმოქმედო საქმე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის ყოველწლიურად, McHappy Day-სა თუ სხვა კამპანიების ფარგლებში, მრავალ ორგანიზაციას ეხმარება და ამ პროცესში მომხმარებელსაც აქტიურად რთავს. იმისთვის, რომ ქველმოქმედების ნაწილი გამხდარიყვნენ, მომხმარებლებს მაკდონალდსის ნებისმიერ რესტორანში, მთელი საქართველოს მასშტაბით შეეძლოთ კამპანიისთვის სპეციალურად შექმნილი აქსესუარები შეეძინათ. ბრენდირებულ პრომო აქსესუარებს შორის იყო სტიკერი, წინდა, საკიდი და ჩანთა.
გასული წლების განმავლობაში მაკდონალდსმა ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავში, თბილისსა თუ კოჯორში დახმარება გაუწია მრავალ ორგანიზაციას, რომლებიც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების საკითხებზე მუშაობს. გარდა ამისა, მაკდონალდსის ინიციატივით არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები