ეკვილიბრიუმმა ქურთლარის აზერბაიჯანულ სკოლას ქართული ბიბლიოთეკა მოუწყო
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
პირველ ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქურთლარის აზერბაიჯანულ სკოლას ესტუმრა და საჩუქრად კომპიუტერი და წიგნები გადასცა. მოსწავლეებისთვის, რომლებიც ქართულს მონდომებით სწავლობენ, ქართულენოვანი წიგნებით ბიბლიოთეკის შევსება განსაკუთრებით სასიხარულო იყო.
"არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უკვე მე-11 წელია ამ სკოლაში ქართულს ვასწავლი. არამხოლოდ მოსწავლეები, პედაგოგებიც დაინტერესებულნი არიან ამ ენის შესწავლით. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მათ ამ ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ თავი. ეს სოფელი და სკოლა სახელმწიფოსგან გრძნობს მხარდაჭერას. სექტემბრიდან სკოლა სრულიად ახალ, ევროპული სტანდარტებით მოწყობილ შენობაში გადადის. გიორგის მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი რომ უჭერს მხარს არაქართულენოვანი სკოლის განვითარებას, ამას სხვა მნიშვნელობა აქვს. ბავშვებს ძალიან გაუხარდათ მისი სტუმრობა. სკოლას 50-მდე წიგნი გადმოეცა, რომელიც სექტემბრიდან ახალ ქართულ ბიბლიოთეკაში დაიდებს ბინას. გვინდა, მოვაწყოთ ქართული ენის კაბინეტიც და სამკითხველოც. წიგნები ბავშვების ცოდნის დონის და ინტერესების შესაბამისად არის შერჩეული, რისთვისაც მადლობას ვუხდით ეკვილიბრიუმის მთელ გუნდს. არც კომპიუტერი ჰქონდათ ბავშვებს მათი მოხმარებისთვის და ესეც ძალიან ძვირფასი საჩუქარია მათთვის", — ამბობს ქურთლარის აზერბაიჯანული სკოლის ქართული ენის მასწავლებელი ნინო წიკლაური.
"სოფელ ქურთლარში ჩავედით — ახალი კომპიუტერი ჩავიტანეთ და ჩვენს ეთნიკურად აზერბაიჯანელ პატარა თანამოქალაქეებს ქართული ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ. ამჯერად კომპანია #ნეოგაზი დაგვეხმარა", — განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები