ადამიანისებრი რობოტი შემაძრწუნებელ ავტოპორტრეტებს ხატავს
მსოფლიოში პირველი, ადამიანისმაგვარი რობოტის, Ai-Da-ს მიერ შექმნილი ავტოპორტრეტები ლონდონში, გამოფენაზე გამოიფინა. მას შინაგანი "მე" არ აქვს, თუმცა გამაოცებლად აკურატული პორტრეტების შექმნა მაინც შეძლო. ეს ყველაფერი უპირისპირდება გაბატონებულ აზრს, რომ ხელოვნების ნიმუშის შექმნა მხოლოდ ადამიანს შეუძლია. Ai-Da-ს მიერ შესრულებული ნახატები ერთი შეხედვით საკმაოდ შემაძრწუნებელია, თუმცა Artnet-ის მიხედვით, Ai-Da-ს პირველ გამოფენაზე 1 მილიონი ამერიკული დოლარის ნახატები გაიყიდა.
Ai-Da ადამიანის ზომის ანდროიდია, რომელიც მძლავრი ხელოვნური ინტელექტითაა აღჭურვილი. მის ალგორთიმებს ადამიანის ინტელექტის მიბაძვა შეუძლიათ. Ai-Da საკმაოდ "ნიჭიერია" — ხატვა, გამოქანდაკება, საუბრისას ჟესტების გამოყენება, საუბარი და თვალების დახამხამება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. Ai-Da რობორი ქალია, მას ქალის ხმა აქვს და სხვადასხვა ტანსაცმლის ტარებაც შეუძლია. პროგრამისტების, რობოტისტების, ხელოვნების ექსპერტებისა და ფსიქოლოგების ჯგუფი Ai-Da-ს შექმნაზე ორი წელი მუშაობდა. მას სახელი ადა ლოურენსის, ინგლისელი მათემატიკოსის საპტივცემულოდ დაერქვა. ადა ლოურენსი ერთ-ერთ პირველ პროგრამისტად მოიაზრება.
კომენტარები