ევროპული საქართველო პარლამენტში არ შევა
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველო პარლამენტში არ შევა. ეს გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოზე მიიღეს, რომელიც ჟურნალისტებს აკაკი ბობოხიძემ გააცნო.
მისი თქმით, ევროპულ საქართველოს ჰქონდა რესურსი, რომ წარმოდგენილი ყოფილიყო პარლამენტში, კერძოდ, ტარიელ ნაკაიძის სახით, რომელმაც ახლა თავად უნდა გადაწყვიტოს, დატოვებს პარტიას თუ პარლამენტის წევრობაზე იტყვის უარს.
"საქართველოს პარლამენტის წევრი, ტარიელ ნაკაიძე არის ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრი. ევროპულ საქართველოს ბატონი ტარიელის მეშვეობით შეუძლია წარმოდგენილი იყოს საქართველოს პარლამენტში და წარმოადგენდეს ევროპულ საქართველოს, მაგრამ დღეს პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება — ევროპული საქართველო ამ პარლამენტს არ შეურთდება და არ მიიღებს მონაწილეობას მის მუშაობაში. ბატონი ტარიელი ან დატოვებს ევროპულ საქართველოს, ან დატოვებს პარლამენტს, ეს მისი გადაწყვეტილება იქნება", — თქვა ბობოხიძემ.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტში უკვე შევიდნენ დავით ბაქრაძე, შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში სწორედ ამ პარტიას წარმოადგენდნენ. ევროპულ საქართველოს სულ 5 მანდატი აქვს, საიდანაც სამი უკვე გამოყენებულია, ხოლო ერთი ელენე ხოშტარიას ეკუთვნის, რომელიც პარლამენტში შესვლას არ აპირებს, თუმცა უკვე დატოვა ევროპული საქართველო და ახალი პარტია შექმნა. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის ევროპულ საქართველოს რჩება ერთი, ტარიელ ნაკაიძის მანდატი.
ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი პარლამენტში შევიდა. განსხვავებული პოზიცია აქვს ლეიბორისტულ პარტიას, ასევე, ამ დროისთვის უცნობია ნაციონალური მოძრაობის საბოლოო გადაწყვეტილება.
განახლება: ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში შედის. მისი თქმით, პარტიის გადაწყვეტილება პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით მისთვის გასაგები და მისაღებია, მაგრამ მნიშვნელოვანია საკანონდებლო ორგანოში წარმოადგინოს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები და თემები, რომლებიც აქამდე ნაკლებად განიხილებოდა.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები