Motorola-ს სმარტფონებში დამუხტვის ახალ მეთოდს, Over-The-Air Charging-ს ვიხილავთ
12 მაისს Motorola-მ და GuRu Wireless-მა, კომპანიამ, რომელიც სრულად უსადენო, დისტანციური დამუხტვის ფუნქციაზე მუშაობს, პარტნიორობის შესახებ განცხადება გააკეთეს. როგორც ჩანს, Motorola განვითარებას განაგრძობს და ცდილობს არ ჩამორჩეს ჩინელ კონკურენტებს. ასეთი ფუნქციის კონცეპტი Xiaomi-მ უკვე გვანახა.
GuRu Wireless თავის თავს ბაზრის ლიდერად მოიხსენიებს. კომპანია 2017 წელს მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფმა დააარსა.
ამერიკულმა კომპანიამ შექმნა სისტემა, რომლებიც სმარტფონებს "ჰაერის გავლით" დატენის, ანუ მას არანაირი კაბელი ან დასადგამი მოწყობილობა არ დაჭირდება. შეიძლება, მობილური უბრალოდ ჯიბეში გედოთ და ოთახში ასეთი დამტენის არსებობის შემთხვევაში თქვენი სმარტფონი დისტანციურად დაიტენება.
კომპანიის თქმით, მათ სისტემას სმარტფონების დატენვა 10 მეტრის რადიუსში 5 ან 10 ვატით შეეძლება.
მიუხედავად იმისა, რომ Motorola-ს მეტი დეტალი არ გაუმჟღავნებია, უნდა ვივარაუდოთ, რომ კონცეპტუალურ სმარტფონებს ამ ფუნქციით, მალე ვიხილავთ.
კომენტარები