ინდონეზიაში წყლის ტანკი შექმნეს
ინდონეზია ბევრი რაღაცით ინოვაციური ქვეყანაა. ახლახანს კი, მათ ჰიბრიდული მანქანა შექმნეს, რომელსაც წყლის ტანკს ეძახიან. ერთი შეხედვით ის ჩვეულებრივი ტანკია, იმ განსხვავებით, რომ წყალში მოძრაობს და თან საკმაოდ სწრაფადაც.
წყლის ტანკს საწვავის შევსების შემდეგ, 20-მდე მეზღვაურის 970 კილომეტრის მანძილზე გადაყვანა შეუძლია, რაც საზღვრებზე პატრულირებისთვის იდეალურია. მისი გამოცდა უკვე რამდენიმე კვირაა რაც მიმდინარეობს.
წყლის ტანკი სანაპირო შეტაკებებისთვისაა განკუთვნილი
ქვეყნის თავდაცვის კონტრაქტორმა, წყლის ტანკები ინდონეზიის თავდაცვის სამინისტროს ცოტა ხნის წინ მიჰყიდა. თუ პროდუქტმა გამოცდა კარგად ჩააბარა, თავდაცვის სამინისტრო კიდევ უფრო მეტი წყლის ტანკის შეძენას გეგმავს.
ტექნიკა გამოსადეგი იქნება როგორც ზოგადად საზღვრების დასაცავად, ისე მეკობრეების თავდასხმების პრევენციისთვის. ასევე, ის საკმაოდ სწრაფია და აღელვებულ ზღვას თუ ოკეანეს მარტივად უმკლავდება. ეს ყველფერი კი ნიშნავს, რომ ინდონეზიელ სამხედროებს ერთი კუნძულიდან მეორე კუნძულზე გადასვლა ძალიან სწრაფად და უსაფრთხოდ შეეძლებათ. აქედან მომდინარეობს მისი დასახელება — წყლის ტანკი, რომელიც წყალში თითქმის ნებისმიერ ამინდში დაუბრკოლებლად გადაადგილდება.
ამასთან, როგორც სახელი გვეუბნება, ის ძალიან გამძლეა და მისი განადგურება მარტივია არ არის. რაც მთავარია, მასზე, როგორც ჩვეულებრივ ტანკზე, იარაღია დამაგრებული. ეს ყველაფერი ერთად, ინდონეზიელი სამხედროების მტრებს ნამდვილად არ გაუხარდებათ.
კომენტარები