თუ კომპანიის ახალ წესებს არ დაემორჩილებით WhatsApp ნელ-ნელა ყველა უფლებას წაგართმევთ
WhatsApp-ის მომხმარებლებს 15 მაისიდან მოუწევთ ან ახალ წესებს დაეთანხმონ, ან კომპანიის თქმით, მათი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეიზღუდება.
WhatsApp აცხადებს, რომ მომხმარებლებს, რომლებსაც არ სურთ საკუთარი ინფორმაციის Facebook-თან გაზიარება (სწორედ ამას ითხოვს WhatsApp განახლებით) ანგარიშები არ წაეშლებათ, თუმცა აპლიკაციის უმეტესი ფუნქციებით ვეღარ ისარგებლებენ.
WhatsApp გეგმავს, რომ აპლიკაციის ფუნქციები პროგრესულად, ნელ-ნელა შეზღუდოს მანამ, სანამ მომხმარებელი ახალ პირობებს არ დაეთანხმება.
თქვენ ისევ შეძლებთ WhatsApp-ის მოხმარებას ჩვეულ რეჟიმში რამდენიმე კვირის განმავლობაში, თუმცა აპლიკაცია მუდმივად შეგახსენებთ, რომ დაეთანხმოთ ახალ პირობებს.
პირველ რიგში თქვენ ჩათებზე დაკარგავთ წვდომას. აპლიკაცია მიმოწერის საშუალებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგცემთ, თუ კი სხვა თქვენ პირველს მოგწერთ და მესიჯის გახსნას შეტყობინებების პანელიდან შეძლებთ. რამდენიმე კვირის შემდეგ აპლიკაცია მესიჯებისა და ზარების მიღების ფუნქციასაც დაკარგავს.
კომენტარები