დღეიდან Twitter Spaces ღიაა ყველასთვის, ვისაც 600-ზე მეტი გამომწერი ჰყავს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
Twitter-მა ორშაბათს გამოქვეყნებულ ბლოგში განაცხადა, რომ ისინი ხსნიან Spaces-ს ყველასთვის, ვისაც 600-ზე მეტი გამომწერი ყავს. Spaces მხოლოდ ხმოვანი ჩათის ფუნქციას ითავსებს და ფაქტობრივად Clubhouse-ის ანალოგია.
ერთ-ერთი მთავარი სხვაობა Ticketed Spaces იქნება, რაც იმას გულისხმობს, რომ Space-ის მეპატრონეს თავისი ოთახის მონეტიზაციის უფლება ექნება. მომხმარებელთა ლიმიტირებული რაოდენობა Ticketed Space-ებს მომდევნო თვეებში მიიღებს და ახალი ფუნქციის გატესტვას შეძლებს.
Twitter-მა შეხსენების ფუნქციაც გაითვალისწინა, რათა ჩვენთვის სასურველ ოთახებში შესვლა არ დაგვავიწყდეს და საინტერესო თემები არ გამოგვრჩეს.
კომენტარები