საფარი ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის საქმეში ჩაერთვება და დედის ინტერესებს დაიცავს
ფოტო: On.ge
ორგანიზაცია საფარი ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის საქმეში ჩაერთვება და დედის, მერი ცეცხლაძის ინტერესებს დაიცავს. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ბაია პატარაიამ განაცხადა, დღეს პროკურატურას მიმართეს, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი დის ნაცვლად, დედას მიენიჭოს.
საფარიმ მას შემდეგ გადაწყვიტა ჩართვა, რაც საქმეს ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, დაზარალებულის უფლებამონაცვლის გადაწყვტილების საფუძველზე ჩამოშორდა. საფარის განცხადებით, ქობულეთში გარდაცვლილი ბავშვის დამ ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, ზეწოლის საფუძველზე მიიღო.
"ნინის დედა, ქალბატონი მერი ცეცხლაძე ფიქრობს, რომ დაზარალებულის უფლებამონაცველეზე, თამარ ცეცხლაძეზე ხორციელდება ზეწოლა და სწორედ ამიტომ, მან უარი თქვა არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებაზე, არ ახსნა საკუთარი გადაწყვეტილება არაფრით, რაც კიდევ უფრო ამყარებს ეჭვებს, რომ გარკვეული ზეწოლა ხორციელდება და სწორედ ამიტომ, ის ამბობს, რომ კმაყოფილია გამოძებით. შეუძლებელია, ამ გამოძებით ვინმე იყოს კმაყოფილი იმდენ დარღვევაზეა საუბარი", — თქვა მან.
პატარაია ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოშორება საქმიდან აზრიანებს, როგორც უშულოდ საქმეს, ასევე, ზოგადად ქალთა და გოგონათა უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში. ამასთან, მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, იმედი არა აქვთ, რომ პროკურატურა მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, თუმცა ისინი ბრძოლას გააგრძელებენ, რომ საქმეზე შესაბამისი გადაწყვეტილება დადგეს.
"გარდა იმისა, რომ გამოძიება მიდის სერიოზული ხარვეზებით, ასევე, ჯერ კიდევ დანაშაულის კვალიფიკაცია არ არის გასწორებული. მოგეხსენებათ, რომ დარგის ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ ამ საქმეში ძალიან მკაფიოდ იკვეთება გაუპატიურების დანაშაულის ნიშნები, თუმცა ამ მუხლით გამოძება არ მიმდინარეობს.
ჩვენ გვინდა, საზოგადოებას მივმართოთ და ვაცნობოთ, რომ მიუხედავად იმისა, მოხდა დაზარალებულის უფლებამონაცვლის მიერ არასამთავრობო სექტორის ჩახსნა ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმიდან, ჩვენ შევეცდებით, რომ ალტერნატიული გზებით ჩავერთოთ. ამ შემთხვევაში, საფარი გააგრძელებს ბრძოლას", — განაცხადა პატარაიამ.
რაც შეეხება დაზარალებულის უფლებამონაცვლის გადაწყვეტილებას, საფარი აცხადებს, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო როგორც ოჯახის წევრების, ასევე, სკოლის მხირდან განხორციელებული ზეწოლის შედეგი.
"ამ საქმეში არის ძალიან ბევრი პრობლემა და ძალიან ბევრი ფიგურანტი. გარდა იმისა, რომ გვყავს სექსუალურად მოძალადე, ჩვენ გვყავს ოჯახში მოძალადე ადამიანები. ბაბუა და მისი ძმისშვილები. ასევე, დგება სკოლის პასუხისმგებლობა, ვინაიდან იკვეთება, რომ იყო ადამიანი, რომელიც არის ერთ-ერთი ბიძის ცოლი, რომელიც ჩართულია ამ საქმეში. ამიტომ ზეწოლა შესაძლოა ხორციელდებოდეს მრავლამხრივად, ვინაიდან საქმეში ძალიან ბევრი ფიგურანტი არსებობს", — თქვა პატარაიამ.
22 აპრილს, PHR ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის საქმეს ჩამოშორდა. 11 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქობულეთში 24 წლის კაცი დააკავეს, რომელმაც 14 წლის ბავშვთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. 14 წლის ბავშვმა 10 თებერვალს თავი მოიკლა. საგამოძიებო უწყებამ ბრალდებული მხოლოდ ბავშვის თვითმკვლელობის შემდეგ დააკავა.
ამავე თემაზე:
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები