CityPay.io და მეგატექნიკა პირველად საქართველოს ბაზარზე კრიპტოგადახდებს ნერგავენ
ფოტო: CityPay.io
მსოფლიოში კრიპტორევოლუციის ახალი ეტაპი მიმდინარეობს და ამ ტენდენციას საქართველოს ბიზნეს სექტორიც მიყვება. ქართული კომპანიებისთვის გადახდების მიღების ახალი, ალტერნატიული შესაძლებლობა გამოჩნდა, რომელიც ბიზნესებს პროდუქტის/მომსახურების რეალიზებას კრიპტოვალუტით სთავაზობს. გასულ კვირას მეგატექნიკამ, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელმა, მომხმარებლისთვის ტექნიკის ონლაინ შეძენა კრიპტოვალუტის საშუალებით ხელმისაწვდომი გახადა. მომხმარებელს გადახდის განხორციელება 5 კრიპტოვალუტით, ნებისმიერი კრიპტოსაფულის მეშვეობით, ერთჯერადად დაგენერირებული QR კოდის მარტივი სკანირებით შეუძლია. კომპანია კი პროდუქტის ზუსტ ღირებულებას მომენტალურად, პირდაპირ ლარში იღებს, რაც საკმაოდ მოსახერხებელია ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის.
მეგატექნიკის მარკეტინგის მენეჯერი ნინო ავალიშვილი აცხადებს, რომ პროექტი საკმაოდ წარმატებული, მიღებული შედეგი კი მოსალოდნელზე ბევრად დიდი აღმოჩნდა.
"კომპანიებისთვის დღევანდელ რეალობაში ტექნოლოგიური სიახლეების მიღება და პროდუქტის შეძენის პროცესის გამარტივება სასიცოცხლოდ აუცილებელია, რის გამოც მივიღეთ გადაწყვეტილება, დაგვენერგა კრიპტოგადახდების მიღების არხი, CityPay.io კი ტექნიკურად დაგვეხმარა ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში", — ამბობს ნინო ავალიშვილი.
"საქართველოში უფრო და უფრო იზრდება კრიპტოვალუტის მფლობელთა რიცხვი, ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა ინტერესი ამ სფეროს მიმართ. კრიპტოს მფლობელისთვის აქამდე კრიპტოთი გადახდა რამოდენიმე ოპერაციის განხორციელებასთან იყო დაკავშირებული, რაც მეტ დროსა და ზედმეტად გადახდილ საკომისიოებს გულისხმობდა. ჩვენ, Citypay.io-ს გუნდმა, გადახდის მიღება კომპანიებისთვის პირდაპირ კრიპტოვალუტით გავხადეთ შესაძლებელი და ამით პროდუქტის/მომსახურების შეძენის პროცესი უფრო გავამარტივეთ და გავხადეთ ბევრად უფრო იაფი, ვიდრე თუნდაც სტანდარტული საბარათე გადახდის ოპერაციაა", — აცხადებს ბექა ქემერტელიძე, CityPay.io-ის თანადამფუძნებელი.
პლატფორმა CityPay.io ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული ბიზნესისთვის და მარტივი რეგისტრაციის პროცესის გავლისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ნებისმიერ კომპანიას ექნება შესაძლებლობა, მომენტალურად მიიღოს გადახდა კრიპტოვალუტაში. სისტემის ჩაშენება პარტნიორი კომპანიის ვებგვერდზე როგორც API ინტეგრაციით, ასევე უფრო მარტივი გზით — Wordpress Plugin-ის ინტეგრირებით, რაც რამდენიმე წუთში ხდება. კომპანია ასევე POS გადახდებისთვის კომპანიებს სავაჭრო ობიექტზე გადახდების ადგილზე მიღების სერვისსაც სთავაზობს. რაც მთავარია, გადახდა მიიღება კრიპტოვალუტის კურსის ცვლილებისას შესაძლო დანაკარგების გარეშე, ინტეგრაცია კი სრულიად უფასოა.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

კომენტარები