ილონ მასკმა ჯეფ ბეზოსი დატროლა
გასულ კვირას SpaceX-მა, კომპანიის განვითარების გზაზე, საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა. ილონ მასკის კომპანიამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ისინი NASA-ს აუშენებენ ხომალდს, რომელიც მთვარეზე დაჯდება.
ამ ერთგვარ შეჯიბრში ჩართული იყო მსოფლიოს ნომერ პირველი მილიარდერის, ჯეფ ბეზოსის შვილობილი კომპანია Blue Origin-იც, თუმცა NASA-მ თანამშრომლობა SpaceX-თან არჩია და ილონ მასკის კომპანიასთან 2,9 მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯეფ ბეზოსის კომპანიამ პრეტენზია გამოთქვა და გადაწყვეტილების გადახედვა მოითხოვა, აღნიშნულ ფაქტს კი ილონ მასკი ტვიტერზე ხუმრობით გამოეხმაურა.
"არ უდგება (ორბიტას)" — ეს პატარა უხამსი ხუმრობა მიემართებოდა იმ ფაქტს, რომ Blue Origin-ს წარმატებული ორბიტალური ფრენა ჯერ არ განუხორციელებია.
ამ ფაქტან დაკავშირებით Blue Origin-მა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ბრძოლა ილონ მასკსა და ბეზოსს შორის თითქმის 15 წლის წინ დაიწყო, როდესაც დასავლეთში მრავალჯერადი გამოყენების რაკეტებზე საუბარი პირველად ჩამოვარდა. ეს ორი მილიარდერი ერთმანეთის პირდაპირი კონკურენეტია. ცოტა ხნის წინ, ტესლას აქციების ფასის ზრდამ ისიც კი გამოიწვია, რომ ილონ მასკმა ბეზოსს მსოფლიოს ნომერ პირველი მილიარდერის სტატუსი დაათმობინა.
აქვე: გაიგე: ილონ მასკს ჰგავხარ თუ ჯეფ ბეზოსს — ტესტი
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები