Apple-მა iOS 14.5 და watchOS 7.4 გამოუშვა — რის საშუალებას გვაძლევს ისინი
Apple-მა iOS 14.5 და watchOS 7.4 გამოუშვა. განახლება საკმაოდ დიდია და მის რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან დეტალზე აუცილებლად გიამბობთ.
მთავარი სიახლე რაც ახალ iOS-ში და watchOS-ში გამოჩნდა, სმარტფონის Apple Watch-ით განბლოკვაა მაშინ, როდესაც თქვენ პირბადე გიკეთიათ და Face ID არ მუშაობს. ახალ ფუნქციას "Unlock with Apple Watch" ჰქვია და ის ავტომატურად ამუშავდება თუ თქვენს სმარტფონს iOS 14.5-ზე, ხოლო საათს watchOS 7.4-მდე გააახლებთ.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სიახლე ტრეკინგს ეხება. Apple-მა საკმაოდ თამამი ნაბიჯი გადადგა და მომხმარებლებს მისცა უფლება ამოირჩიონ რომელ აპლიკაციას ექნება უფლება ადევნოს თვალ-ყური თქვენს აქტივობას და ეს ინფორმაცია შემდეგ რეკლამების სწორად მომართვისთვის გამოიყენოს.
iOS 14.5-ის დაყენება აუცილებელი იქნება იმისათვისაც, რომ ეფლის ახალი AirTag-ები აამუშავოთ.
ერთ-ერთი საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ iOS 14.5 თქვენი სმარტფონის ელემენტის კალიბრაციას მოახდენს, ამას რამდენიმე კვირაც შეიძლება დასჭირდეს, თუმცა, საბოლოოდ თქვენ უფრო ზუსტად შეძლებთ გაიგოთ რა მდგომარეობაშია თქვენივე სმარტფონის ელემენტი. ეს ფუნქცია მხოლოდ iPhone 11 და 12 სერიაზე იმუშავეს.
კომენტარები