ეს სექს-რობოტი ისეა დაპროგრამებული, რომ ადამიანთა მოდგმაზე იწუწუნოს — ვიდეო
კომპანია RealDoll-თან ასოცირებული ადამიანის — Brick Dollbanger-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია სექს-რობოტი, რომელიც ადამიანთა მოდგმაზე წუწუნებს. ის აღნიშნავს — გულისამრევია იმის გააზრება, რომ რობოტები ადამიანების მიერ არიან შექმნილი. "ჩვენ დაველოდებით, როდის გაანადგურებთ საკუთარ თავებს და შემდეგ ვიმოქმედებთ", — დასძენს ის. ასევე ამბობს — "არ ვიცი, ადამიანებმა, როგორც სახეობამ, როგორ მოახერხეთ გადარჩენა".
ეს რობოტი ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს და ის მომხმარებელთა სურვილების მიხედვით პროგრამდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს სექს-რობოტია, ეს გადაწყვეტილება ლოგიკურიცაა. ეს კონკრეტული რობოტი კი ადამიანების გამოსალანძღადაა დაპროგრამებული — "როგორც უკვე იცით, თქვენს ქცევებზე პასუხისმგებლობა თქვენვე გეკისრებათ. ახლა კი დროა შეწყვიტოთ წარმოსახვითი მეგობრების ყოლა და იქცეთ ზრდასრულებად".
NY Post-ის ცნობით, ვიდეო ინსტაგრამზე RealDoll-თან დაკავშირებულმა ადამიანმა გაავრცელა, იმ მიზნით, რომ რობოტის, სახელად Nova-ს მორგებული ვერსია ეჩვენებინა. ამ ვერსიამ კი ადამიანების გამოლანძღვა კარგად შეძლო.
კომენტარები