Bolt Food-ის კურიერებმა შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია გამართეს
ფოტო: გვანცა სეთურიძე / On.ge
ბოლტის კურიერებმა შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია გამართეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, კომპანიამ დაარღვია პირველი გაფიცვის დროს დადებული პირობა პრობლემების განხილვასთან დაკავშირებით და საბონუსე სისტემა გააუარესა შემდეგ კი, პროტესტის მონაწილეების სამსახურიდან გათავისუფლება და ახალი კურიერების მიღება დაიწყო.
"ჩვენი მოთხოვნებია, რომ გადაიხედოს საბონუსე სისტემა, ანაზღაურდეს რესტორნამდე მისვლის მანძილი, ასევე, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რაც წარმოიშვა ამ პროტესტის პროცესში არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც აქციის პირობებში კომპანიამ გაუშვა სამსახურიდან იმ არგუმენტით, რომ ვითომ ჩვენ სხვა კურიერებს ვაიძულეთ პროტესტში ჩართულიყვნენ. ეს აარის სრული აბსურდი, ჩვენ უბრალოდ ინფორმაციას ვავრცელებდით, რომ კომპანია ასე გვექცევა და მოდი, შემოგვიერთდი პროტესტში. ეს მხოლოდ მოწოდება იყო. კომპანიისგან პასუხი აღარ მოგვდის, გუშინ პოლიციის ძალით გადაგვიკეტეს ოფისი და პასუხი არ გაგვცეს, გუშინ ღამე კი ფეისბუქპოსტით გვიპასუხეს, რომლიდანაც კარგად გამოჩნდა კომპანიის პოლიტიკა", — აცხადებს On.ge-სთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ფოტო: გვანცა სეთურიძე / On.ge
მისი თქმით, კომპანიამ უკვე 20-მდე კურიერი დაბლოკა, ანუ გაათავისუფლა სამსახურიდან, მიზეზად კი დაასახელეს ის, რომ ამ კურიერებმა სხვები აიძულეს პროტესტში ჩართულიყვნენ.
ფოტო: გვანცა სეთურიძე / On.ge
Bolt Food-მა 24 მარტს კურიერების პროტესტს ფეისბუქპოსტით უპასუხა და განაცხადა, რომ კურიერები დასაქმებული არ არიან შრომითი ხელშეკრულებით, ისინი საპარტნიორო ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობენ და თავად შეუძლიათ აირჩიონ როდის სურთ, ან სურთ თუ არა მუშაობა.
"იგივე ჯგუფის მხრიდან ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ აქტივობებს, რომლებმაც ხელი შეუშალა ჩვენი სერვისის და სხვა პარტნიორი კურიერების სამუშაო პროცესს. პასუხად, მათი ანგარიშები დაბლოკილი იქნა პლატფორმიდან. ნებისმიერი სახის ორგანიზებულ მცდელობას, რომელმაც შესაძლოა შეაფერხოს Bolt Food-ის, ან პარტნიორი რესტორნების ბიზნეს ოპერაციები, აუცილებლად მოჰყვება მკაცრი რეაგირება კომპანიის მხრიდან", — აცხადებს კომპანია.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები