ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნა ჩვენი კულტურისა და ტრადიციების მრავალფეროვნების მაგალითია — ზურაბიშვილი
ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანულ თემს და საზოგადოებას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს. მისი თქმით, ამ დღესასწაულის აღნიშვნას საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რაც ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების მრავალფეროვნების მაგალითია.
"საქართველოში ნოვრუზობის დღესასწაულის აღნიშვნას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ეს არის საქართველოს კულტურისა და ტრადიციების მრავალფეროვნების ნათელი მაგალითი [...]
ვულოცავ საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს, ჩვენს ყველა მოქალაქეს, რომელიც ნოვრუზ ბაირამს ზეიმობს", — ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ პანდემიის გამო დღესასწაულის ერთად აღნიშვნის შესაძლებლობა არ გვაქვს.
"პანდემიის გამო, სამწუხაროდ, წელსაც არ გვეძლევა ამ უძველესი დღესასწაულის ერთად აღნიშვნის შესაძლებლობა. მჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით პანდემია დამარცხდება და მომავალში ნოვრუზობის ლამაზი ზეიმის ტრადიციულად აღნიშვნა ყოველთვის გაალამაზებს საქართველოს გაზაფხულს", — წერს სალომე ზურაბიშვილი.
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, აზერბაიჯანულმა თემმა პრემიერმინისტრს ე.წ. კომენდანტის საათის ერთი დღით გაუქმების თხოვნით მიმართა, თუმცა მთავრობამ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.
"კულტურულ რელიგიურ და სხვა მსგავს დღესასწაულებზე ხალხმრავლობიდან გამომდინარე და ვირუსის გავრცელების მომატებული რისკის საფრთხის გამო, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ეს შეზღუდვები უკვე მოხსნილია, მსგავს დღესასწაულთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქება მიზანშეწონილი არაა", — განაცხადა მთავრობის ადმინისტრციის უფროსმა, ილია დარჩიაშვილმა.
მსგავსი უარი თვეების წინ მიიღეს იმ რელიგიურმა კონფესიებმა, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ. ამჯერადაც და მაშინაც მთავრობამ მიზეზად კორონავირუსის გავრცელების რისკები დაასახელა.
ეს იმ ფონზე, როცა 6-7 იანვრის, მართლმადიდებელი ქრისტიანების შობის ღამეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვა მოიხსნა. იმ პერიოდში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყოველდღიური სტატისტიკა ბევრად მაღალი იყო და შეზღუდვებიც ბევრად უფრო მკაცრი.
აღსანიშნავია, რომ მთავრობამ გამონაკლისი დაუშვა არამხოლოდ დომინანტური რელიგიური ჯგუფისთვის, არამედ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვისაც — 28 მარტს საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩზე დამსწრეებს, რომლებსაც ბილეთი ექნებათ, ე.წ. კომენდანტის საათი არ შეეხებათ.
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისთვის ე.წ. კომენდანტის საათის დროებით მოხსნას ითხოვს საქართველოს სახალხო დამცველი და მასთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოც.
21 მარტს საქართველოს აზერბაიჯანული თემი ნოვრუზს აღნიშნავს. ნოვრუზის რიტუალების ძირითადი ნაწილი კოცონის დანთება, ბაირამის მილოცვა, ბაირამის სუფრაზე დასწრება, ბავშვების მიერ ტკბილეულისთვის მეზობლების კართან ქუდის დაგდება, პოზიტიური ამბების გაზიარება და მოსმენაა. აზერბაიჯანული თემის განცხადებით, ეს ყველაფერი საღამოს საათებში სრულდება, ხოლო 21:00 საათისთვის დაწესებული გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა აღნიშნული რიტუალების სრულფასოვნად ჩატარებაში ხელს უშლით.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები