ნახეთ: მთვარის დაბნელების ფოტოები, რომლებიც დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან გადაიღეს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
მთვარის "თითქმის სრული" დაბნელება გუშინ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან იყო შესაძლებელი, მათ შორის ჩრდილო ამერიკიდან, ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან და იაპონიიდან. თუმცა, ღრუბლიანობის გამო, ამ მოვლენის დანახვა ბევრმა ვერ შეძლო.
დაბნელება 3 საათს, 28 წუთსა და 23 წამს გაგრძელდა — Space.com-ის მიხედვით, ეს ბოლო თითქმის 600 წლის მანძილზე ყველაზე ხანგრძლივი დაბნელება იყო.
მთვარის 97% დედამიწის ჩრდილში იყო მოქცეული და ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის მხოლოდ პატარა ვერცხლისფერი ნაწილი ჩანდა. ჩრდილში შესვლისას მთვარემ წითელი შეფერილობა მიიღო, რის გამოც მას სისხლიანი მთვარეც უწოდეს.
გთავაზობთ ამ მოვლენის ამსახველ ფოტოებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდანაა გადაღებული.
1. ვაშინგტონი, აშშ
კომენტარები