ვიდეოთამაში, რომელიც რეალურ სამყაროშიც მოგკლავთ — Oculus-ის დამფუძნებელი ექსტრემალურ ვიდეოთამაშზე საუბრობს
VR კომპანია Oculus-ის და სამხედრო ტექნოლოგიების კომპანია Anduril-ის დამფუძნებელი, პალმერ ლაკი ახალ ექსტრემალურ თამაშებზე საუბრობს. ასეთი თამაშები ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათო შეიძლება იყოს. საუბარია ვიდეოთამაშებზე, სადაც მიღებული ფიზიკური ტრავმა მოთამაშეზე რეალურ სამყაროშიც აისახება. ეს შეიძლება იყოს მძიმე ფიზიკური დაზიანება, ან სულაც სიკვდილი.
"ვიდეოთამაშები, სადაც მოთამაშე რეალურ სამყაროშიც კვდება, სამეცნიერო ფანტასტიკას მიეკუთვნება და ამის რეალობად ქცევაზე ცოტა თუ ფიქრობს. თუმცა, თუ საავტომობილო სპორტის და ექსტრემალური მძლეოსნობის პოპულარობას გავითვალისწინებთ, რატომ არ შეგვიძლია იგივე ვიდეოთამაშებშიც გავიმეოროთ?" — ამბობს პალმერი.
ვიდეოთამაშებისა და ვირტუალური რეალობის დეველოპერები ყოველთვის ეძებენ გზებს, რითაც თავიანთ სისტემებს უფრო მიმზიდველს და რეალურს გახდიან. თუმცა, ის რომ ვიდეოთამაშში მიღებული კისრის ტრავმა რეალურ ცხოვრებაშიც აისახება, ნამდვილად ახალია.
პალმერის ეს უცნაური განცხადება ორ შეკითხვას აჩენს: მან მოიწყინა და ასე ცხოვრების გახალისება სურს, თუ უკვე კონკრეტული გეგმებიც აქვს და ამით, ნელ-ნელა გვამზადებს?
ეს ორი მნიშვნელოვანი შეკითხვაა, რომელზეც პასუხები ჯერ არ გვაქვს. ვნახოთ რა იქნება შემდეგი, ჩვენ კი ის დაგვრჩენია, დაველოდოთ და ვნახოთ, მსგავსი სიახლით Oculus მართლა თუ გაგვაოცებს.
კომენტარები