ბასილაშვილს წელიწად-ნახევარია შვილისთვის ალიმენტი არ გადაუხდია და სახლსაც ედავება — ადვოკატი
ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ცოლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, ბასილაშვილს წელიწად-ნახევარია არასრულწლოვანი შვილისთვის ალიმენტი არ გადაუხდია და ედავება იმ სახლსაც, რომელსაც მანამდე ჩუქნიდა.
კერძოდ, PHR-ის წარმომადგენელი, ანა აბაშიძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ ძალადობამდე, როცა ბასილაშვილი და დოროყაშვილი განქორწინდნენ, მიმდინარეობდა ქონების განაწილების პროცესიც, თუმცა, ამის პარალელურად, ისინი სასამართლო დავის გარეშე შეთანხმდნენ ბავშვზე ზრუნვის საკითხებზე. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, შედგა დოკუმენტი, რომელშიც ჩაიწერა მათი ვალდებულებები, ალიმენტის ოდენობა და ა.შ., თუმცა ბასილაშვილმა ალიმენტი მხოლოდ ორჯერ გადაიხადა.
"ბასილაშვილმა დანაპირები, რომ ბავშვზე სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე იზრუნებდა, ანუ ალიმენტს გადაიხდიდა, რაც მისი მოვალეობაა, როგორც ერთ-ერთი მშობლის, არ შეასრულა. მას შეთანხმების შემდეგ მხოლოდ ორჯერ აქვს გადახდილი ალიმენტი და რადგან ნელიმ დაიწყო მის წინააღმდეგ გარკვეული სამართლებრივი პროცედურები ძალადობის საფუძველზე, სრულიად შეწყვიტა ვალდებულების შესრულება ბავშვთან მიმართებაში. დაახლოებით წელიწად-ნახევარია არცერთი თეთრი არ გადაუხდია", — ამბობს ანა აბაშიძე.
რაც შეეხება სახლს, როგორც ადვოკატი განმარტავს, ამავე შეთანხმებაში წერია, რომ ერთ-ერთი სახლი ბავშვის სახელზე გადაფორმდებოდა და ეს იქნებოდა მისი ქონება, თუმცა უკანასკნელ მომენტში ბასილაშვილმა ამაზე უარი თქვა და ახლა სასამართლოში "ამტკიცებს, რომ ეს სახლი მისია და არ უნდა დარეგისტრირდეს მისი შვილის სახელზე". ბავშვის მამის უარი დედამთილის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერის მოთხოვნას მოჰყვა.
"როცა პირველად განაცხადა ნელი დოროყაშვილმა, რომ დედამთილი ძალადობდა მის არასრულწლოვან შვილზე და მოითხოვა ორდერის გამოცემა, გაბრაზდნენ და ნელის შეფასებით, დასჯის მიზნით ბავშვს წაართვა შეთანხმებული სახლი. ახლა მიმდინარეობს დავა სასამართლოში", — ამბობს ანა აბაშიძე.
ბასილაშვილის მიერ ცოლზე ძალადობის საქმე კვლავ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მან როჯერ ფედერერს მოუგო. ჩოგბურთელის გულშემატკივართა ნაწილი მიუთითებს იმაზე, რომ ძალადობა სასამართლოს ჯერ არ დაუმტკიცებია. მიუხედავად ამისა, საქმეში არსებობს 6 შემაკავებელი ორდერი, როგორც უშუალოდ ნიკოლოზ ბასილაშვილის, ისე მისი ოჯახის წევრების სახელზე. ჩოგბურთელის დაცვის მხარემ ორდერები გაასაჩივრა, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ მათი გამოწერა საფუძვლიანი იყო. ეს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში ბასილაშვილს არ გაუსაჩივრებია.
ანა აბაშიძეს ვთხოვეთ განემარტა შემაკავებელი ორდერის გამოწერის წესი და მისი მიზნებიც. იურისტი ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, არსებობს ოჯახში ძალადობის რამდენიმე სახე, მათ შორისაა ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, ფიზიკური და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის ერთი წევრი მეორეზე რომელიმე ამ ფორმით იძალადებს, იმისთვის, რომ ძალადობა აღარ განმეორდეს და მსხვერპლი დაცული იყოს, სახელმწიფოს შეუძლია გამოსცეს შემაკავებელი ან დამცავი ორდერი.
"ორდერის გამოწერა ნიშნავს იმას, რომ მომხდარია ძალადობრივი ფაქტი ოჯახის ერთი წევრის მხრიდან მეორეს მიმართ და არსებობს რისკი ამგვარი ძალადობის განმეორების. ამიტომ, პრევენციის მიზნით გამოიცემა ორდერი, რომლის შინაარსი ინდივიდუალურია, მაგრამ ძირითადად გარკვეული აკრძალვებია — ეს შეიძლება იყოს კონტაქტი ან სხვა რამ, მსხვერპლის დაცვის მიზნით. ორდერი ნიშნავს, რომ ადამიანმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა. ეს იმდენად მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომ მისი დარღვევა უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია", — ამბობს ანა აბაშიძე.
ის, ასევე, განმარტავს, რომ თუ ორდერის საჭიროებაში ვინმეს ეჭვი ეპარება, მისი გასაჩივრება შეუძლია და შემდეგ უკვე სასამართლო შეამოწმებს, რამდენად საფუძვლიანი იყო ამ დოკუმენტის გამოწერა, რამდენად იყო საკმარისი მტკიცებულებები და ა.შ. თუ ამ ყველაფერს ვერ დაინახავს, სასამართლო ორდერს გააუქმებს.
"18 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს სხდომა, უპრეცედენტო შემთხვევაა, ამდენი ხანი, ასე დეტალურად თითქმის არასდროს განიხილება ორდერის პროცესები. სასამართლომ განიხილა, გამოიკვლია ათეულობით მტკიცებულება და დარწმუნდა ორდერის საფუძვლიანობაში", — ამბობს ანა აბაშიძე და დასძენს, რომ ბასილაშვილს სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებაც შეეძლო, თუმცა ეს არ გაუკეთებია.
იურისტი განმარტავს, რომ ორდერის გამოცემის დროს მოწმდება ძალადობის სისტემურობა და ბასილაშვილის საქმის მოსამართლემაც ძალადობის რამდენიმე ეპიზოდის შესახებ მოისმინა ინფორმაცია.
"მოსამართლემ მოისმინა არა ერთი ეპიზოდი, არამედ წლების განმავლობაში სხვადასხვა მოქმედება, ამის გამამყარებელი არგუმენტები და მტკიცებულებები და თქვა, რომ დიახ, ჩადენილია ოჯახში ძალადობა და რა თქმა უნდა, ეს არ ეხება მხოლოდ იმ ეპიზოდს, რომელიც მაისის თვეში მოხდა", — აცხადებს იურისტი.
ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ ცოლზე ძალადობის საქმე სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზეა. ანა აბაშიძის თქმით, პროცესები მიზანმიმართულად გაწელილი არ არის, თუმცა განხილვა რამდენჯერმე ბასილაშვილი მოუცლელობის გამო გადაიდო.
ნიკოლოზ ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბასილაშვილმა ყოფილ ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა 2020 წლის 21 მაისს მიაყენა, მეორე დღეს კი ის დააკავეს. საქმის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმაც.
როგორც დაზარალებული ქალი, ნეკა დოროყაშვილი ყვება, სპორტსმენმა მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, ხოლო ყოფილი მამამთილი დიდტარიანი საგნით გაეკიდა. მისივე თქმით, დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა ის შვილის წამოსაყვანად ბასილაშვილის სახლში მივიდა. როგორც ის ამბობს, დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე არ იცის. დოროყაშვილის განმარტებით, ქონებრივი დავა არ ჰქონიათ, რადგან ეს პროცესი მანამდე დასრულდა მოლაპარაკებით.
სპორტსმენი და მისი ოჯახი ბრალდებებს უარყოფენ. ჩოგბურთელმა განაცხადა, რომ სასამართლოს დასრულებამდე არ აპირებს საჯარო დისკუსიაში შესვლასა და საქმის დეტალებზე საუბარს.
13 მარტს ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას 250-იანი ტურნირის ფინალი მოიგო. მანამდე, 11 მარტს ლეგენდარული ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი დაამარცხა. დოჰას ტურნირში გამარჯვების შემდეგ, მან შვილს მიმართა და თქვა, რომ ის მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანია.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები