მარტის ნახევარი თითქმის მიიწურა და გაზაფხულის პირველმა თვემ ზუსტად ისეთი ამინდი შემოგვთავაზა, როგორიც ორი სეზონის ერთმანეთთან შეხვედრისას მოსალოდნელია ხოლმე.

და, ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ თოვლში ცხოველებიც დიდ სიამოვნებას იღებენ, ამაში კი თბილისის ზოოპარკის ახალთახალი ფოტოებიც დაგარწმუნებთ.

"აჰა, მოვიდა ცივ-ცივი მარტის ცხელ-ცხელი ფოტოების მორიგი მარაგი ახალი ზოოპარკიდან", — წერს ზოოპარკი ფეისბუქგვერდზე.

გთავაზობთ თოვლიან ზოოპარკში მოთამაშე დათვების, ფოცხვრების, მგლების, შვლების და სხვა ბინადრების ფოტოებს.