ცუკერბერგის აზრით, ჭკვიანი სათვალეები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში დაგვეხმარება
ფეისბუქის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის თქმით, 2030 წლისათვის ადამიანები ჭკვიანი სათვალეები დახმარებით "ტელეპორტაციასაც" შეძლებენ.
რაღა თქმა უნდა, ტელეპორტაციაში ერთი ადგილიდან მეორეზე გადახტომა არ იგულისხმება. ჭკვიანი სათვალეებისა და გაფართოებული რეალობის დახმარებით, ჩვენ შევძლებთ ვესტუმროთ ადამიანებს თავიანთ სახლებშივე ისე, რომ გამოცდილება მაქსიმალურად მიახლოებული იყოს რეალურთან.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ცუკერბერგი ფიქრობს, რომ საგრძნობლად შემცირდება საქმიან შეხვედრებზე მოგზაურთა რიცხვი, რაც თავისმხრივ კლიმატის ცვლილების კუთხით დადებით შედეგებს მოგვცემს.
"ცხადია ავტომობილები და თვითმფრინავები ისევ იმოძრავებენ, თუმცა თუ ჩვენ ტელეპორტაციას შევძლებთ, ამით თავიდან ავირიდებთ სამსახურეობრივ მოგზაურობებს, რომლებიც ხშირად არაერთ სირთულესთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ეს ყველაფერი უკეთესი იქნება, როგორც ჩვენთვის, ასევე პლანეტისათვის" — მარკ ცუკერბერგი
კომენტარები