ბრიტანელი ჯარისკაცები ვირტუალურ რეალობაში ვარჯიშობენ
ბრიტანელი ჯარისკაცები ვირტუალური რეალობის გამოყენებით ვარჯიშობენ. ერთი შეხედვით, სიმულაცია ვიდეოთამაშებს მოგაგონებთ, თუმცა, ის უფრო მეტია. ამისთვის ჯარისკაცები Oculus Rift-ის ვირტუალური რეალობის ჩაფხუტებს და სპეციალურ სენსორულ მოწყობილობებს იყენებენ.
კომპანია SimCentric-ის მიერ შექმნილი სიმულაციები, ჯარისკაცებს ისეთი ვარჯიშების სიმულირების საშუალებას აძლევს, რაც რეალურ ცხოვრებაში სიცოცხლისთვის სახიფათო შეიძლება იყოს.
სიმულაცია პოპულარული თამაშის, Fortnite-ის მწარმოებლის Epic Games-ის Unreal Engine-ს იყენებს. ეს სხვადასხვა სამხედრო უნარ-ჩვევების შეძენისთვის ძალიან ეფექტიანია.
მსგავს ვარჯიშებს ადრე ამერიკელი სამხედროებიც ატარებდნენ. თუმცა, დროსთან ერთად, ეს კიდევ უფრო მოთხოვნადი ხდება. ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიები იხვეწება და ლოგიკურია, რომ მსგავსი სიმულაციები რეალობას კიდევ უფრო დაემსგავსება.
მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი 3D ვირტუალური რეალობის "შეკვეთა" შეგიძლიათ. რაც ვარჯიშებს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის. ზოგს იმისიც სჯერა, რომ ოდესმე სამხედრო კონფლიქტები ვირტუალურ რეალობაში გადაინაცვლებს. ამით უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეგვეძლება, მაგრამ ეს ჯერ კიდევ შორეული მომავალია.
თუმცა, უყველაფერი ხომ ვარჯიშით იწყება.
კომენტარები