iPhone 13-ს, სავარაუდოდ, 1TB შიდა მეხსიერება ექნება
Wedsbush-ის ანალიტიკოსების აზრით, თუ გავითვალისწინებთ ბაზრის მოთხოვნებსა და სმარტფონების მომარაგების პრობლემებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ iPhone 13-ს ერთ ტერაბაიტიანი შიდა მეხსიერებითაც ვიხილავთ. iPhone 12-ის მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა 512 გიგაბაიტს შეადგენს.
iOS მოწყობილობებზე 1TB შიდა მეხსიერება ჯერ მხოლოდ iPad Pro-ზე გვხვდება. მაგალითისთვის უნდა ვთქვათ, რომ Samsung-მა 1 ტერაბაიტიანი სმარტფონების გამოშვება ჯერ კიდევ 2 წლის წინ, Galaxy S10 სერიით დაიწყო.
iPhone 13 სტანდარტულად, შემოდგომას გამოვა. სმარტფონის შესახებ ბევრი ინფორმაცია ჯერ არ გაგვიგია, თუმცა, თუ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, სმარტფონს 120 ჰერციანი განახლების სიხშირის მქონე ეკრანი უნდა ქონდეს. ასევე, სავარაუდოა, რომ iPhone 13-ში Touch ID დაგვიბრუნდება და ის ალბათ ეკრანქვეშ იქნება განთავსებული, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა.
ასევე იხილეთ: iPhone 13-ში შესაძლოა Always-On-Display ვიხილოთ
კომენტარები