Facebook-მა რეპ მუსიკისთვის TikTok-ის მსგავსი აპლიკაცია გამოუშვა
Facebook-ის შიდა კვლევის და განვითარების ჯგუფმა ექსპერიმენტული აპლიკაცია BARS გამოუშვა. აპლიკაციას პროფესიონალურად შექმნილი "ბითების" ბიბლიოთეკა აქვს, რომლის გამოყენებაც ადამიანებს, საკუთარი რეპისთვის შეუძლიათ.
Facebook-ის კვლევითმა ჯგუფმა, NPE-მ, მანამდე კოლაბორაციული მუსიკის აპლიკაცია Collab გამოუშვა, რომელიც მოყვარულ მუსიკოსებს თანამშრომლობის საშუალებას აძლევს. BARS-ის ფოკუსი კი ძირითადად რეპია. მისი მეშვეობით, მაქსიმუმ 1 წუთიანი ვიდეოს გადაღება შეგიძლიათ. აღსანიშნავია, რომ BARS-ს საინტერესო ფუნქციებიც აქვს, მაგალითად "Challenge" რეჟიმი, სადაც უნდა გარეპოთ ისე, რომ აპლიკაციის ავტომატურად ნარჩევი სიტყვები გამოიყენოთ.
დეველოპერი გუნდის წევრის, DJ lyler-ის თქმით (რომელიც ფსევდონიმით D-Lucks ჰიპ-ჰოპ სიმღერებს წერს ხოლმე), BARS-ის შექმნაში, პანდემიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მას შემდეგ, რაც გლობალურმა პრევენციულმა ზომებმა ლაივ მუსიკა შეაფერხა.
აღსანიშნავია, რომ BARS "დამწყებ" რეპერებთან თანამშრომლობით შეიქმნა და ჯერჯერობით დახურულ ბეტაშია.
BARS-ის აპლიკაცია დიზაინით TikTok-ს გავს. ვერტიკალური ფიდი ვიდეოებზე გადასვლის საშუალებას გაძლევთ და 1 წუთიანი ფორმატი, რომელიც პატარა მუსიკის ვიდეოს გადასაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ, ასევე ნაცნობია.
მიუხედავად იმისა, რომ BARS რაღაც "რეპ აპლიკაციად" პოზიციონირებს, აშკარაა, რომ ეს Instagram Reels-ის მსგავსად, TikTok-ის ახალი კონკურენტის შექმნის მცდელობაა.
BARS-ის ბეტა აპლიკაცია ხელმისაწვდომი ჯერჯერობით მხოლოდ iOS-ზე, აშშ-ის App Store-შია.
კომენტარები