Coinbase-ის აქციები საჯარო ხდება — კომპანია NASDAQ-ზე ემატება
კრიპტოვალუტების ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა გადამცვლელმა, Coinbase-მა ოფიციალურად წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რათა თავისი აქციები NASDAQ-ზე განათავსოს. ნასდაქი აშშ-ს უმსხვილესი სააქციო ბირჟაა და ამჟამად აქ 3200-ზე მეტი კომპანიის აქციებს შეხვდებით.
2020 წელს კომპანიის შემოსავალმა 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, სუფთა მოგებამ კი $322 მილიონი.
კომპანიამ ამ ნაბიჯის შესახებ დეკემებერში განაცხადა. Coinbase-ს მომხმარებლები 100-ზე მეტ ქვეყანაში ყავს და მათი ჯამური რაოდენობა 43 მილიონს ცდება. პლატფორმა $90 მილიარდის აქტივებს ინახავს, ხოლო სავაჭრო ბრუნვა $455 მილიარდს შეადგენს. კოინბეისი ნასდაქზე "COIN" აბრევიატურით გამოჩნდება.
ადამიანები კრიპტოვალუტებს წლების განმავლობაში სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მათი ფასის ზრდა კოლოსალური სისწრაფით დაიწყო.
გასულ კვირას ნავაჭრი ბიტკოინების ჯამური ღირებულება $1 ტრილიონ დოლარს აღემატებოდა და ერთი ცალის ფასი დაახლოებით $60 000-ს შეადგენდა.
ციფრული ვალუტა დღითი დღე იძენს ლეგიტიმაციას. ამ პროცესს ხელი ისეთმა კომპანიებმაც შეუწყვეს, როგორებიც ტესლა, მასტერქარდი და ფეიფალი არიან. გასულ თვეებში მათ სერიოზული ინვესტიცია განახორციელეს ბიტკოინში. აქვეა Robinhood-იც, მათი თქმით, წელს კომპანიას ყოველთვიურად 3 მილიონი კრიპტო მომხმარებელი ემატება, გასული წლის საუკეთესო თვის მაჩვენებელი კი 401 000 იყო.
ასევე იხილეთ: შემდეგი პოდკასტი: ფულის ევოლუცია — კრიპტოვალუტები
კომენტარები