ამბასადორი ჯგუფი კურორტ გოდერძიზე ახალ სასტუმროს — ამბასადორი გოდერძის ხსნის
ფოტო: ამბასადორი ჯგუფ
1 მარტს, ამბასადორი ჯგუფი კურორტ გოდერძიზე ახალ სასტუმროს — ამბასადორი გოდერძის ხსნის.
კომპანიის განცხადებით, სასტუმრო თანამედროვე დიზაინის და ევროპული სტანდარტების 122 ნომერს, სპას, აუზს, რესტორნებს, ბარებს, კლუბს, საბავშვო სივრცეს, სათხილამურო მაღაზიას და ყინულის მოედანს აერთიანებს.
"სასტუმროს სტუმრებს აქ ყველაფერი დახვდებათ დაუვიწყარი დასვენებისა და გართობისთვის: ულამაზესი ტერასა, ზღაპრული ხედები, თოვლით დაფარული მთები და რა თქმა უნდა, უმაღლესი ხარისხის მომსახურება. სასტუმრო მდებარეობს კურორტის შუაგულში, საბაგიროს წინ და გამორჩეულ გამოცდილებას სთავაზობს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს", — აცხადებს ამბასადორი ჯგუფი.
ფოტო: ამბასადორი ჯგუფი
კომპანიის განცხადებით, სასტუმროს ყველა ოთახს ინდივიდუალური აივანი აქვს, საიდანაც ხედები იშლება თოვლით დაფარულ მთებსა და სასრიალო ტრასებზე. მისი მდებარეობა და ski-to-door access-ი თხილამურებით სრიალის მოყვარულებს კომფორტულ სრიალს ჰპირდება. აქვეა, Rossignol-ის, Scott-ის, Völk-ის და Dalbello-ს უმაღლესი ხარისხის სათხილამურო ინვენტარისა და აქსესუარების გაქირავების სერვისი. ხოლო მათთვის, ვინც ახლა უნდა ისწავლოს სრიალი, სასტუმროს პროფესიონალი ინსტრუქტორების გუნდი მზადაა, ნებისმიერ მსურველს უსაფრთხო და სასიამოვნო სრიალის ყველა საიდუმლო გაანდოს.
"აქ თქვენ დაგხვდებათ სამი სირთულის სათხილამურო ტრასა: მწვანე, წითელი და ლურჯი. მაქსიმალური სიმაღლე სასრიალო პუნქტიდან არის 2365 მეტრი. იდეალური ადგილია გაუკვალავში სრიალის მოყვარულთათვის. სრიალი შესაძლებელია ალპურ ზონაში, ხშირ წიწვოვან ტყეში და სოფლებშიც კი. სასრიალო ტრასის საერთო სიგრძე 8 კმ-ია. კურორტზე ამ ეტაპზე წარმოდგენილია ავსტრიული კომპანია Doppelmayr-ის მიერ შექმნილი და დაპროექტებული ორი სახის საბაგირო, რომელთაგან ერთი 6-ადგილიანი ბაბლის ტიპისაა, მეორე კი 8-ადგილიანი გონდოლა", — აცხადებენ კომპანიაში.
ფოტო: ამბასადორი ჯგუფი
ფოტო: ამბასადორი ჯგუფი
კურორტი მაღალმთიან აჭარაში 2027 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, სადაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ზამთარია და სასრიალო სეზონი აპრილის ბოლომდე გრძელდება. ის გამოირჩევა შთამბეჭდავი ბუნებით, ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერით და მრავალფეროვანი ლანდშაფტით. გოდერძი თბილისიდან დაშორებულია 252 კმ-ით, ხოლო ბათუმიდან 109 კმ-ით. შავ ზღვასთან სიახლოვის გამო ეს ადგილი უხვთოვლიანობით გამოირჩევა, რაც კურორტს მეტად მიმზიდველს ხდის.
ტყეებით დაფარული მთები კი ფანტასტიკურ გარემოს ქმნის მთელი წლის განმავლობაში. კომპანიის თქმით, ამბასადორი გოდერძი 4 სეზონის სასტუმროა, სადაც სტუმრებს წლის ნებისმიერ დროს დაუვიწყარი დასვენების შესაძლებლობა ექნებათ. ზაფხულობით სასტუმრო მომხმარებელს სხვადასხვა სახის ტურს შესთავაზებს, მათ შორის ახლომდებარე სოფლებში და მწვანე ტბაზე.
ფოტო: ამბასადორი ჯგუფი
ფოტო: ამბასადორი ჯგუფი
ამ ეტაპზე ამბასადორი ჯგუფი კომპლექსის ერთ შენობას ხსნის, სრულად ორივე შენობის გახსნა 2022 წლის დასაწყისისთვის იგეგმება.
ამბასადორი ჯგუფის განცხადებით, სასტუმროს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გოდერძის, როგორც კურორტის, განვითარებაში. პროექტის ჯამური ინვესტიცია 60 მილიონ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროში დასაქმებულთა უდიდესი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებლები არიან.
ფოტო: ამბასადორი ჯგუფი
ამბასადორი გოდერძი ქსელის მესამე სასტუმროა საქართველოში. ჯგუფის განცხადებით, ბრენდი უკვე მრავალი წელია, წარმატებით ოპერირებს თბილისში, სადაც თანამედროვე დიზაინის 120 ნომერს სთავაზობს მომხმარებლებს და — კაჭრეთში, რომელიც რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასტუმროა. ამასთან, მათი თქმით, ამბასადორი არის პირველი ქართული ქსელი, რომელიც კონკურენციას უწევს საერთაშორისო ბრენდებს.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები