აქ.ახლა თიბისის საბანკო სივრცეების განახლება, ახალი კონცეფციის ფარგლებში, გრძელდება
ფოტო: თიბისი
დღეს, თბილისში თიბისიმ მორიგი განახლებული ფილიალი გახსნა. ეს არის რიგით მეექვსე განახლებული ფილიალი, რომელიც ახალი კონცეფციის ფარგლებში შეიქმნა. ახალ სივრცეებს დანარჩენი ფილიალებისგან ის განასხვავებს, რომ უფრო თანამედროვე, კომფორტულ და მომხმარებელზე მორგებულ გარემოს ქმნის.
ახალი ფილიალების კონცეფცია მოდულარულობის და სიმარტივის პრინციპზეა აგებული. გარემო მაქსიმალურად მოქნილია, როგორც მომხმარებლებისთვის, ისე თანამშრომლებისთვისაც, რაც ფილიალში სტუმრობის გამოცდილებას კომფორტულს, სწრაფს და სასიამოვნოს ხდის.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფილიალების განახლება ეფუძნება ახალი - უნივერსალური მომსახურების ბიზნეს მოდელს, რაც იმას გულისხმობს, რომ მაქსიმალურად გამარტივებულია მომხმარებლის ნავიგაცია. აქ მომხმარებელს ნებისმიერ საბანკო მომსახურებას თიბისის ერთი თანამშრომელი გაუწევს. ახალ ფილიალში განთავსებულია საცალო, პერსონალური საბანკო და ბიზნეს მომსახურების სივრცეები, ასევე, ნებისმიერ სტუმარს შეუძლია გამოიყენოს საერთო სამუშაო სივრცე.
"თიბისის მისიაა ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება, ჩვენ ყველა პროდუქტს თუ მომსახურებას ამ ჭრილში ვუყურებთ. მუდმივად ვუსმენთ მომხმარებლებს, ვიღებთ მათგან უკუკავშირს და შესაბამისად ვვითარდებით. ჩვენი მთავარი გზავნილი აქ.ახლაა, რაც მომხმარებლებთან ერთად მათთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტას, წარმატების გაზიარებას და ცხოვრების გამარტივებას ნიშნავს ნებისმიერ შეხების წერტილში, იქნება ეს ციფრული, თუ ფიზიკური სივრცე. ფილიალების განახლების პროექტი სწორედ მომხმარებლების და თიბისელების გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა. 2021 წელს კიდევ არაერთი ასეთი სივრცე შეემატება თიბისის და რაც მთავარია, ეს იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით", — აღნიშნავს თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
ფილიალების განახლების პროექტზე თიბისის გუნდთან ერთად ბრიტანული სააგენტო GEOMETRY მუშაობდა, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს სხვადასხვა ცნობილი ბრენდის სივრცეების შექმნაში. სწორედ ადგილობრივი და საერთაშორისო ცოდნის და გამოცდილების სინერგიის შედეგად შეიქმნა ახალი ფილიალების კონცეფცია.
ფილიალების სივრცული მოწყობა ისეთ გამოცდილებას ქმნის, რომელიც მომხმარებლის მიმართ ინდივიდუალურ მიდგომას ეფუძნება და მაქსიმალურად სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მომსახურების მიღების შესაძლებლობას იძლევა. თანამედროვე სამყაროში აუცილებელია, სივრცეში ინტეგრირებულ თითოეულ ელემენტს თავისი დანიშნულება ჰქონდეს და ინტერიერის დიზაინი ფუნქციურ დატვირთვას ატარებდეს. ფილიალში გამოყენებული ბუნებრივი მასალების და ღია ფერების სინთეზი კი, ინტერიერს განსაკუთრებით მეგობრულს და კომფორტულს ხდის.
ყველა ფილიალში არის გამოყოფილი ერთი კუთხე, სადაც აგურის კედელზე ქართველი ხელოვანების გია ბოხუას და დავით ჩანადირის ნამუშევრებია გადატანილი, რომლებიც კონკრეტულ სივრცეებზეა მორგებული და განსაკუთრებით უხდება მათ ხასიათს და გარემოს.
2021 წლიდან განახლებული საბანკო სივრცეები რეგიონებშიც გამოჩნდება. თბილისში მომხმარებლების მიღება განახლებულ ფილიალებს შემდეგ მისამართებზე შეუძლია:
- ვაჟა-ფშაველას გამზ. #49
- ა. წერეთლის გამზ. #73ა
- თავისუფლების მოედანი #7
- ი. ჭავჭავაძის გამზირი #29/31/33
- ჯავახეთის ქ. (მ/ს ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორია)
- ვ. გორგასლის ქ. #41
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები